მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. 22 ივლისს ბათუმში დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდა
22 ივლისს ბათუმში დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდა

22 ივლისს ბათუმში დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდა

ფორმულა|formulanews.ge

შსს-ს ცნობით ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს, მეორე პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

საუბარია 22 ივლისს, ბათუმში, ფიროსმანისა და ინასარიძის ქუჩის კვეთაზე მომხდარ სროლაზე.

შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, დაკავებულმა არასრულწლოვანმა მოტოციკლით ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა მეორე პირი, სადაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებული რუსთავში დააკავეს, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან 9 მასრა ამოიღეს. ნივთმტკიცების სახით, ასევე, ამოღებულია მოტოციკლი, ჩაფხუტი, ორი წყვილი ხელთათმანი, ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის აქსესუარი, რომლებსაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენისას იყენებდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა

აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა

ფორმულა

ჯაღმაიძე: პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ვიცოდით

ჯაღმაიძე: პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ვიცოდით

ფორმულა

გორის სოფელ ტირძნისში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

გორის სოფელ ტირძნისში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

ფორმულა

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სვიატოშინის რაიონში საწყობი დაიწვა, დაშავდა ერთი ადამიანი

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სვიატოშინის რაიონში საწყობი დაიწვა, დაშავდა ერთი ადამიანი

ფორმულა