მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. დრონების მასირებული შეტევა იაროსლავლზე იწვის რუსეთის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
დრონების მასირებული შეტევა იაროსლავლზე იწვის რუსეთის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

დრონების მასირებული შეტევა იაროსლავლზე იწვის რუსეთის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მასშტაბური აფეთქებები მოხდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეგიონი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული შეტევის სამიზნე გახდა.

ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი წყაროების ცნობით, დარტყმის მთავარი სამიზნე რუსეთის ხუთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს შორის შემავალი ქარხანა იყო.

უკრაინულმა მონიტორინგის არხმა Exilenova+-მა 6 აგვისტოს გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეომასალაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონებით დარტყმის შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა. კადრების დეტალური ანალიზის შემდეგ, დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ დააზუსტა, რომ ცეცხლი უშუალოდ „სლავნეფტ-იანოსის“ ტერიტორიაზე უკიდია.

„სლავნეფტ-იანოსი“ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ინდუსტრიის ერთ-ერთი საკვანძო ობიექტია, რომლის წლიური სიმძლავრეც საშუალოდ 15 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებას შეადგენს. 2026 წლის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა აღნიშნულ ქარხანაზე იერიში რამდენჯერმე მიიტანეს, მათ შორის ბოლო დარტყმა 6 ივლისს განხორციელდა.

მოვლენებთან დაკავშირებით განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ოფიციალური მხარე. იაროსლავლის ოლქის გუბერნატორმა მიხაილ ევრაევმა ტელეგრამ-არხზე დილის 09:00 საათისთვის დაწერა, რომ რეგიონზე მოიგერიეს „მტრის უპილოტო საფრენი აპარატების ყველაზე მასირებული შეტევა“ და განადგურებულია 88-ვე დრონი.

ევრაევის თქმით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაიწვა ერთი კერძო სახლი და ჩაიმსხვრა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრები. გუბერნატორს თავის განცხადებაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძარი არ უხსენებია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვიდეოზარით საუბრისას, არასრულწლოვანს სთხოვდა შიშველი სხეულის ჩვენებას - დააკავეს 1 პირი

ვიდეოზარით საუბრისას, არასრულწლოვანს სთხოვდა შიშველი სხეულის ჩვენებას - დააკავეს 1 პირი

ფორმულა

ზელენსკი: დაზიანდა რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობინდუსტრიული ობიექტი

ზელენსკი: დაზიანდა რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობინდუსტრიული ობიექტი

ფორმულა

რუსეთმა უკრაინაში მონასტერი დაბომბა - 1 სასულიერო პირი დაიღუპა, 4 დაშავდა

რუსეთმა უკრაინაში მონასტერი დაბომბა - 1 სასულიერო პირი დაიღუპა, 4 დაშავდა

ფორმულა

ბარდელა და ლე პენი: არ შევეგუებით რუსეთის მცდელობას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა განსაზღვროს

ბარდელა და ლე პენი: არ შევეგუებით რუსეთის მცდელობას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა განსაზღვროს

ფორმულა