მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინულმა მხარემ ნოვოროსიისკში დაზიანებული რუსული სამხედრო ხომალდები დაასახელა
უკრაინულმა მხარემ ნოვოროსიისკში დაზიანებული რუსული სამხედრო ხომალდები დაასახელა

უკრაინულმა მხარემ ნოვოროსიისკში დაზიანებული რუსული სამხედრო ხომალდები დაასახელა

ფორმულა|formulanews.ge

12 აგვისტოს განხორციელებული მასშტაბური იერიშის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მიყენებული ზარალის წინასწარი შედეგები გაასაჯაროვეს.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, კომბინირებული დარტყმების შედეგად სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიადგა მოწინააღმდეგის ოთხ სამხედრო ხომალდს: ფრეგატებს — „ადმირალ მაკაროვსა“ და „ადმირალ ესენს“, მცირე სარაკეტო გემ „ბუიან-მ“-ს და საპატრულო ხომალდ „ვასილი ბიკოვს“.

პარალელურად, უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, სამიზნეში მოჰყვა პორტის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაც, მათ შორის რადიოლოკაციური სადგური, მეორე ნავმისადგომთან განთავსებული მობილური საცეცხლე ჯგუფი, „შესხარისის“ ტერმინალისა და „გრუშოვაიას“ ნავთობბაზის გვირაბული ტერმინალი, ასევე სამი ნავმისადგომის ობიექტები.

ჩატარებულ იერიშს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ხოლო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ევჰენ ხმარამ მომხდარს „უნიკალური ოპერაცია“ უწოდა.

ხმარას განმარტებით, შეტევა ერთდროულად განხორციელდა რაკეტებით, რეაქტიული დრონებითა და საზღვაო უპილოტო აპარატებით, უკრაინული საშუალებების ამგვარი სინქრონული მოქმედების წინაშე კი რუსული მხარე უძლური აღმოჩნდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპერაციების სიზუსტე და მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება, რათა აგრესორი სამართლიან მშვიდობას დათანხმდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ზიანის ზუსტი ოდენობა ოფიციალურად ჯერ გადამოწმებული არ არის, დამოუკიდებელი წყაროები ადასტურებენ, რომ 12 აგვისტოს ნოვოროსიისკში, სამხედრო ნავმისადგომებსა და ნავთობტერმინალებთან, ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალურ მოსკოვს სამხედრო ბაზაზე მიყენებულ დარტყმებზე კომენტარი არ გაუკეთებია — კრასნოდარის მხარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხოლოდ სამოქალაქო ობიექტებისა და საცხოვრებელი სახლების დაზიანება აღიარა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • ზელენსკი: მოგვყიდეთ აშშ-ის Patriot-ების რაკეტების მარაგის 10% და ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთიმედი
  • კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია რუსული ტურიზმისა და ეკონომიკური ურთიერთობების ჩაშლას ცდილობსBM.GE
  • არჩევნებიდან მოხსნეს რუსული ოპოზიციური პარტია, რომელიც უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებოდატვ პირველი
  • "სააკაშვილი მკაცრად გავაფრთხილეთ, არ აჰყოლოდა რუსულ პროვოკაციებს" - ცოტნე ანანიძე აგვისტოს ომზე კონდოლიზა რაისის, მეთიუ ბრაიზასა და ჯონ მაკ-კეინის განცხადებებს იხსენებს: ესეც ირაკლი კობახიძის ნარატივი იყო?!რუსთავი 2
რუსული →

მსგავსი სტატიები

პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც

პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც

ფორმულა

ბაშკირეთში უკრაინულმა დრონებმა „გაზპრომისა“ და Wildberries-ის ობიექტები დაბომბეს

ბაშკირეთში უკრაინულმა დრონებმა „გაზპრომისა“ და Wildberries-ის ობიექტები დაბომბეს

ფორმულა

მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა

ფორმულა

ექიმი გომის მთის ავარიაზე: კლინიკაში შეყვანილი 11 პირიდან, 6 პედიატრიული ასაკისაა

ექიმი გომის მთის ავარიაზე: კლინიკაში შეყვანილი 11 პირიდან, 6 პედიატრიული ასაკისაა

ფორმულა