მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რუსეთში „იაბლოკო“ არჩევნებს მიღმა დატოვეს: დაკავებულია 70-ზე მეტი მხარდამჭერი
რუსეთში „იაბლოკო“ არჩევნებს მიღმა დატოვეს: დაკავებულია 70-ზე მეტი მხარდამჭერი

რუსეთში „იაბლოკო“ არჩევნებს მიღმა დატოვეს: დაკავებულია 70-ზე მეტი მხარდამჭერი

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენიდან ლიბერალური პარტია „იაბლოკო“ ამოიღეს. მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ჩამოართვა, სადაც საჩივარი ულტრამემარჯვენე პოპულისტურმა პარტია „როდინამ“ შეიტანა. მომჩივანი „იაბლოკოს“ სოციალურ ქსელებში უკანონო აგიტაციაში, საავტორო უფლებების დარღვევაში, უცხოური დაფინანსების მქონე დონორების გამოყენებასა და ექსტრემიზმში სდებდა ბრალს.

„იაბლოკომ“ ბრალდებები უარყო, თუმცა 10 აგვისტოს უზენაესმა სასამართლომ „როდინას“ საჩივარი დააკმაყოფილა და პარტიის საარჩევნო სიის რეგისტრაცია გააუქმა. „იაბლოკომ“ გადაწყვეტილება სააპელაციო კოლეგიაში გაასაჩივრა, რომელმაც 17 აგვისტოს საჩივარი არ დააკმაყოფილა. სასამართლო პროცესის პარალელურად, უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილი მხარდამჭერებიდან პოლიციამ 70-ზე მეტი ადამიანი დააკავა. პარტიის თავმჯდომარემ, ნიკოლაი რიბაკოვმა განაცხადა, რომ ოპონენტები ღია დისკუსიების შიშით ანგრევენ ქვეყნის სამართლებრივ სისტემას.

იმავე დღეს, ქალაქ ფსკოვის სასამართლომ „იაბლოკოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევ შლოსბერგს, რუსეთის არმიის „დისკრედიტაციისა“ და ე.წ. ფეიკების გავრცელების ბრალდებით 11 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პარტია „იაბლოკო“, რომელიც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას უჭერს მხარს, საარჩევნო ბიულეტენში №2 იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ბიულეტენში პირველ ნომრად მმართველი პარტია „ედინაია როსია“ იქნება წარმოდგენილი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის

პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის

ფორმულა

ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა

ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა

ფორმულა

"ოცნების" თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს

"ოცნების" თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს

ფორმულა

ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ფორმულა