
"ბიბლუსი" წიგნების დაზიანების ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს
"ბიბლუსი" გლდანის ფილიალში ლაშა ბუღაძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წიგნების დაზიანების ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გიზიარებთ „ბიბლუსის“ გლდანის მოლის ფილიალში მომხდარი ინციდენტის დეტალებს:
გადამოწმდა ჩვენი ყველა მაღაზია. ვანდალური ქმედება გამოვლინდა მხოლოდ გლდანის მოლის ფილიალში. დაზიანებულია ჯამში 5 წიგნი, 3 ლაშა ბუღაძის და 2 ზურაბ ჭიაბერაშვილის - “ლიტერატურული ექსპრესი”, “დამკვირვებელი”, “დამოუკიდებელი საქართველო ვარდების რევოლუციამდე”.
“ბიბლუსის“ მონიტორინგის დეპარტამენტმა ვიდეომეთვალყურეობის კამერებით გამოავლინა ფაქტი, ინციდენტში მონაწილე კაცის იდენტიფიცირებისა და რეაგირების მიზნით, ინფორმაცია უკვე გადაცემულია შესაბამისი ორგანოებისთვის.
ეს ქმედება ჩვენთვის სრულიად მიუღებელია და არის უპატივცემულობა როგორც წიგნისა და ავტორის, ისე ჩვენი მომხმარებლებისა და საკუთრივ „ბიბლუსის“ მიმართ.
ინფორმაციის დაზუსტებამდე საზოგადოებისთვის არასრული სურათის მიწოდება მართებულად არ მივიჩნიეთ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge