
ადვოკატი: ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ნათია თამაზაშვილის მეუღლე გაათავისუფლეს სამსახურიდან
ფორმულა|formulanews.ge
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ახლა პატიმრობაში მყოფი, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
"გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ნათია თამაზაშვილის მეუღლე- ლევან სანამაშვილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან!!!
მიზეზი- გასაგებია.
ნათია თამაზაშვილი ასევე ადვოკატია და იცავს ირაკლი ღარიბაშვილის უფლებებს.
ვინ იქნება შემდეგი???", - წერს ლილი გელაშვილი.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge