
დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის პრეზიდენტების საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ისტორიული ლიდერები ექვს კატეგორიად დაყო: „უდიდესები“, „დიდები“, „თითქმის დიდები“, „საშუალოები“, „საშუალოზე დაბლები“ და „წარუმატებლები“. ყველაზე მაღალ, „უდიდესების“ კატეგორიაში ტრამპმა მხოლოდ საკუთარი თავი შეიყვანა.
„დიდი“ პრეზიდენტების სიაში მან აბრაამ ლინკოლნი, ჯორჯ ვაშინგტონი, ფრანკლინ რუზველტი, ვუდრო უილსონი, თომას ჯეფერსონი და ენდრიუ ჯექსონი დაასახელა, ხოლო თეოდორ რუზველტი, გროვერ კლივლენდი, ჯონ ადამსი და ჯეიმს პოლკი „თითქმის დიდ“ მმართველებად მიიჩნია.
ყველაზე დაბალ — „წარუმატებელ“ პრეზიდენტთა კატეგორიაში ტრამპმა ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა, ულისეს ს. გრანტი, უორენ ჯ. ჰარდინგი და ჯიმი კარტერი მოათავსა. „საშუალო“ და „საშუალოზე დაბალი“ შეფასებები კი ისეთმა ფიგურებმა მიიღეს, როგორებიც არიან ბილ კლინტონი, ჯეიმს მედისონი, კალვინ კულიჯი და ჯეიმს ბიუკენენი.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge