
ბათუმში მცირეწლოვანი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა
ფორმულა|formulanews.ge
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან მცირეწლოვანი გადავარდა, ინფორმაცია "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
თავდაპირველად, ინფორმაცია ადგილოვრივმა მედიამ, "აჭარა თაიმსმა" გაავრცელა. მათი ცნობით, 2 წლამდე ბავშვი ადგილზე დაიღუპა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge