
რუსეთში სამხედრო რეკრუტირების წინააღმდეგ 250-კაციანი პატრული შეიქმნა
ფორმულა|formulanews.ge
რუსეთის პენზის ოლქის ქალაქ ბაშმაკოვოში დაახლოებით 250 მცხოვრებმა მოხალისეობრივი პატრულები შექმნა, რათა კაცების იძულებით სამხედრო სამსახურში წაყვანა აღკვეთონ.
ადგილობრივების თქმით, კაცებს ქუჩიდან იტაცებენ, ატყუებენ, ემუქრებიან და სამხედრო კონტრაქტის გაფორმებას აიძულებენ. პატრულების მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ უკვე სულ მცირე 5-6 ადამიანის წაყვანა აღკვეთეს.
RFE/RL-ის ცნობით, ბაშმაკოვოში შექმნილი წინააღმდეგობა რუსეთის მასშტაბით სამხედრო რეკრუტირების გახშირებული შემთხვევების ფონზე მიმდინარეობს, რადგან კრემლი უკრაინის ომისთვის ადამიანური რესურსის შევსებას ახალი ფართომასშტაბიანი მობილიზაციის გამოცხადების გარეშე ცდილობს.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge