
ზელენსკი: რუსებმა კიევისა და ბორისპოლის აეროპორტებს დაარტყეს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, განცხადებით რუსებმა დნიპროს რეგიონში, კამიანსკეში, სამოქალაქო ობიექტს დაარტყეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ზელენსკის ცნობით, რუსებმა კიევისა და ბორისპოლის აეროპორტებს დაარტყეს. მისი თქმით, უკრაინა მოსკოვის ამ ნაბიჯს მომავალ კვირას, რუსეთის საჰაერო სივრცეში შესაბამისი ოპერაციით უპასუხებს.
"წუხელ რუსებმა დნიპროს რეგიონში, კამიანსკეში, სამოქალაქო ობიექტს დაარტყეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
ბევრ რეგიონში დაზიანდა ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლებიც - ხერსონში, ბორისპოლსა და ხარკივის რეგიონში. სუმისა და მიკოლაევის რაიონებში დრონებმა სავაჭრო ცენტრებს დაარტყეს.
ღამით ასევე განხორციელდა რუსეთის მხრიდან ჩვენი აეროპორტების დემონსტრაციული დარტყმები - კიევსა და ბორისპოლში.
აშკარაა, რომ რუსეთის ეს დარტყმები აეროპორტებზე არის პასუხი იმ განხილვებსა და მზადებაზე, რომელიც უკავშირდება იმის შესაძლებლობას, რომ ამერიკულმა მხარემ უკრაინაში თვითმფრინავით იმგზავროს და კიევის ან ბორისპოლის აეროპორტში დაეშვას.
ჩვენ გავითვალისწინეთ რუსეთის ეს ნაბიჯი და მომავალ კვირას შესაბამისად შევცვლით ჩვენს ოპერაციებს რუსეთის საჰაერო სივრცესთან მიმართებით, რომელიც ჩვენი დრონებისა და რაკეტების ცაში ყოფნის გამო სახიფათო გახდა.
რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან დიპლომატიის მიმართ არანაირი საფრთხე არ არსებობს და არც იქნება.
უკრაინას მშვიდობის მოახლოება სურს. რუსეთი პასუხს აგებს იმაზე, რასაც აკეთებს.
მადლობა ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანასა და უკრაინელ ხალხს ეხმარება", - წერს ზელენსკი.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge