მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. საქსონია-ანჰალტის არჩევნებში პარტიამ AfD სენსაციური გამარჯვება მოიპოვა
საქსონია-ანჰალტის არჩევნებში პარტიამ AfD სენსაციური გამარჯვება მოიპოვა

საქსონია-ანჰალტის არჩევნებში პარტიამ AfD სენსაციური გამარჯვება მოიპოვა

ფორმულა|formulanews.ge

გერმანიის აღმოსავლეთით მდებარე საქსონია-ანჰალტის მხარეში ჩატარებულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

წინასწარი შედეგებით, პარტიამ ხმათა 43.8% მიიღო, ხოლო მმართველმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) — 17.2%, თუმცა AfD-ს ერთპიროვნული მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობამდე რამდენიმე მანდატი დააკლდა.

პარტიის ადგილობრივმა ლიდერმა, ულრიხ ზიგმუნდმა შედეგებს „სენსაციური“ უწოდა და განაცხადა, რომ AfD-მ მართვის მანდატი მოიპოვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ულტრამემარჯვენე პარტიას გერმანიის არცერთი მხარე არ უმართავს, რის გამოც პოლიტიკურმა ოპონენტებმა არჩევნების შედეგებს გარდამტეხი მომენტი უწოდეს.

შედეგებს უკვე გამოეხმაურნენ საერთაშორისო ასპარეზზეც — აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არჩევნების პროგნოზი Truth Social-ზე გააზიარა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა AfD-ის გამარჯვებას „ისტორიული“ უწოდა. თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა არჩევნების შედეგები მკაცრად გააკრიტიკა.

AfD-სთან კოალიციაში შესვლაზე ტრადიციული პარტიები უარს ამბობენ, რაც „პოლიტიკური ფაერვოლის“ (Brandmauer) პრინციპით არის განპირობებული. შექმნილ სიტუაციაში მთავარი ყურადღება მემარცხენე პოპულისტურ პარტია BSW-ზე გადადის, რომელმაც პარლამენტში შესვლა მოახერხა და არ გამორიცხავს AfD-სთან გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობას. თუ კოალიცია ვერ შედგა, ზიგმუნდის თქმით, შესაძლოა რეგიონში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კახა კალაძემ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გულდასაწყვეტი უწოდა და გააკრიტიკა

კახა კალაძემ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გულდასაწყვეტი უწოდა და გააკრიტიკა

ფორმულა

მაიამიში სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა და ხუთი დაშავდა

მაიამიში სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა და ხუთი დაშავდა

ფორმულა

დონალდ ტუსკმა გერმანიის არჩევნებში AfD-ის გამარჯვება მკაცრად გააკრიტიკა და დაგმო

დონალდ ტუსკმა გერმანიის არჩევნებში AfD-ის გამარჯვება მკაცრად გააკრიტიკა და დაგმო

ფორმულა

პოლიტიკურმა პარტიამ გირჩმა სახელწოდების შეცვლისა და ახალი სახელის არჩევის შესახებ განაცხადა

პოლიტიკურმა პარტიამ გირჩმა სახელწოდების შეცვლისა და ახალი სახელის არჩევის შესახებ განაცხადა

ფორმულა