მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პროკურორი: სახეზეა მტკიცებულებები, რაც ლილუაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა
პროკურორი: სახეზეა მტკიცებულებები, რაც ლილუაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა

პროკურორი: სახეზეა მტკიცებულებები, რაც ლილუაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა

ფორმულა|formulanews.ge

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორის მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, აქვთ ის პირდაპირი მტკიცებულებები, რაც გრიგოლ ლილუაშვილის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა,

"მიმაჩნია, რომ ამ საქმეზე ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარემ გამოიკვლია, ერთმნიშვნელოვნად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნამდვილად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ოთხივე ეპიზოდი ჩაიდინა, რაც ბრალად აქვს წარდგენილი. რაც შეეხება მტკიცებულებებს, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით დავკითხეთ მოწმეები, რომლებიც ბრალში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ, მათ შორის, ასევე გამოკვლეული იქნა სხვა ხასიათის მტკიცებულებებიც, რომლებიც ურთიერთ თანხვედრაში მოდის მოწმეთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად გვაქვს სახეზე ის პირდაპირი მტკიცებულებები, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა. თუმცა, ეს სასამართლომ უნდა შეაფასოს და ვნახოთ, ის რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს", - თქვა ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, 23 დეკემბერს დააკავეს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარებისა და მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო

ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარებისა და მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო

ფორმულა

რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ 30-წლიანი მუშაობის შემდეგ არსებობას წყვეტს

რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ 30-წლიანი მუშაობის შემდეგ არსებობას წყვეტს

ფორმულა

ბულგარეთმა რუსეთს მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა ცხაკაია გადასცა

ბულგარეთმა რუსეთს მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა ცხაკაია გადასცა

ფორმულა

სერგეი ლავროვი G20-ის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ში ჩავიდა

სერგეი ლავროვი G20-ის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ში ჩავიდა

ფორმულა