მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. აშშ-მა კოსმოსურ ორბიტაზე საბრძოლო იარაღის განთავსება ისტორიაში პირველად დაადასტურა
აშშ-მა კოსმოსურ ორბიტაზე საბრძოლო იარაღის განთავსება ისტორიაში პირველად დაადასტურა

აშშ-მა კოსმოსურ ორბიტაზე საბრძოლო იარაღის განთავსება ისტორიაში პირველად დაადასტურა

ფორმულა|formulanews.ge

შეერთებულმა შტატებმა პირველად აღიარა დედამიწის ორბიტაზე შეტევითი და თავდაცვითი დანიშნულების კოსმოსური იარაღის განთავსება. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მდივანმა ტროი მეინკმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ ორბიტალური შეიარაღების ამოქმედება ამერიკული ძალებისა და აქტივების მოწინააღმდეგის აგრესიისგან დასაცავად გახდა აუცილებელი.

პენტაგონს იარაღის კონკრეტული მახასიათებლები ან ორბიტაზე გაყვანის თარიღი არ დაუზუსტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მოიცავს როგორც კინეტიკურ (ფიზიკურ), ისე არაკინეტიკურ საშუალებებს მოწინააღმდეგის თანამგზავრების გასანადგურებლად ან მწყობრიდან გამოსაყვანად.

ვაშინგტონის განცხადებას პეკინი უკვე გამოეხმაურა — ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ მოუწოდა, შეწყვიტოს კოსმოსური შეიარაღების რბოლა და სამხედრო შესაძლებლობების გაფართოება. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, საუბარი შეიძლება ეხებოდეს ელექტრონული ომისა და რადიოელექტრონული ჩახშობის სისტემებს ან კინეტიკურ ჭურვებს.

აღნიშნული ნაბიჯი ასევე უკავშირდება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივას „ოქროს გუმბათის“ (Golden Dome) თავდაცვის სისტემის შექმნაზე, სადაც კოსმოსურ ბაზირებას საკვანძო როლი ენიჭება. დასავლური სადაზვერვო მონაცემებით, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება პასუხია რუსეთისა და ჩინეთის მიერ კოსმოსური ტექნოლოგიების გააქტიურებაზე, მათ შორის რუსული თანამგზავრების მიერ ევროპული კავშირგაბმულობის არხების მიყურადების ფაქტებზე.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სიჭინავა: ოცნება ვერანაირი სარჩელით ვერ შეძლებს მისთვის სასურველი ოპოზიცია დაილაგოს

სიჭინავა: ოცნება ვერანაირი სარჩელით ვერ შეძლებს მისთვის სასურველი ოპოზიცია დაილაგოს

ფორმულა

მალხაზ მაჩალიკაშვილს ივანიშვილის შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის 1000ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

მალხაზ მაჩალიკაშვილს ივანიშვილის შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის 1000ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ფორმულა

Wildberries უკრაინული დრონებისგან ობიექტის დასაცავად ლითონის ბადეს ყიდულობს

Wildberries უკრაინული დრონებისგან ობიექტის დასაცავად ლითონის ბადეს ყიდულობს

ფორმულა

აშშ-მა რუსეთის VTB ბანკს ირანის სანქციების გვერდის ავლის გამო ახალი შეზღუდვები დაუწესა

აშშ-მა რუსეთის VTB ბანკს ირანის სანქციების გვერდის ავლის გამო ახალი შეზღუდვები დაუწესა

ფორმულა