მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ფორმულა|formulanews.ge

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, ვახტანგ ჩარკვიანის მამის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კი პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ განახორციელა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების პროცესში გაიოზ ჩარკვიანი, როგორც ვახტანგ ჩარკვიანის უფლებამონაცვლე, საქმეში უშუალოდ არის ჩართული და მას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია სისტემატურად მიეწოდება.

უწყების განცხადებით, საქმეზე ჩატარდა ასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის დაინიშნა და ჩატარდა სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები. ასევე გამოიკითხა ათობით მოწმე, მათ შორის შესაბამისი სფეროს სპეციალისტები.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით, ვახტანგ ჩარკვიანი მოთავსდა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ (ე.წ. „რესპუბლიკური“), სადაც 2021 წლის 12 აგვისტოდან 17 აგვისტომდე პერიოდში, მკურნალობას გადიოდა თერაპიულ განყოფილებაში, ხოლო 17 აგვისტოს გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების უფროსმა - ქეთევან ცერცვაძემ და ამავე განყოფილების ექიმმა - ქეთევან ლობჟანიძემ არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა და დაარღვიეს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის კლინიკური მართვის წესი, რამაც ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია. კერძოდ, 2021 წლის 14 აგვისტოს ისე დაიწყეს პაციენტის ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო შემდგომ შეცვალეს, რომ არ განუხორციელებიათ ბაქტერიოლოგიური კვლევა, რაც სავალდებულო იყო შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით.

ამდენად, ანტიბიოტიკოთერაპია დაიწყო და შემდგომში მისი კორექცია განხორციელდა იმგვარად, რომ არ იყო ცნობილი - ვახტანგ ჩარკვიანი იყო თუ არა ინფიცირებული ბაქტერიით, ასევე, არ იყო განსაზღვრული ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროფილი, რამაც შემდგომში გაართულა მისი მკურნალობის პროცესი.

აღნიშნულის შედეგად, დადგა მძიმე შედეგი - ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სახით. კერძოდ, 2021 წლის 17 აგვისტოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ვახტანგ ჩარკვიანი გადაყვანილ იქნა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პარალელურად, გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა საქართველოს პროკურატურასთან უწყვეტი აქცია დააანონსა, ის გენერალურ პროკურორთან ითხოვს შეხვედრას.

გაიოზ ჩარკვიანის თქმით, მისი მთავარი მიზანი სამართლიანობის აღდგენაა.

"5 წელზე მეტია, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯალათმა ექიმებმა ჩემი 20 წლის შვილი შეიწირეს. არაერთხელ მოვითხოვეთ საქმის ეფექტურად გამოძიება, თუმცა ყურად არ იღეს. საქმეში არის უამრავი მტკიცებულება.

ამ 5 წლის მანძილზე, მე და ჩემმა კოლეგა მეგობრებმა, ადვოკატებმა ყველა მტკიცებულება მივიტანეთ, მაგრამ დღემდე პასუხი არაა. სასაცილოდაც მიგდებენ. აქ მე ვარ მეუღლესთან ერთად და ვითხოვ სამართალს, სამართლიანობის აღდგენას.

მე მინდა მთავარ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს მივმართო - ბატონო გიორგი, 2 შვილის პატრონი ხარ, მამა ხარ, ჩამოდი და თვალებში ჩავხედოთ ერთმანეთს. აქ ვიქნებით მე და ჩემი კოლეგები, სანამ არ ჩამოხვალ. გაგვეცი ოჯახს პასუხი 5 წლის განმავლობაში რომ მატყუებ. ამ მომენტიდან ვჯდები აქ და ვმართავ უწყვეტ აქციას", - თქვა გაიოზ ჩარკვიანმა.

20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი, 2021 წლის 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.

ოჯახი ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მევენახეების პროტესტის გამო მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის

მევენახეების პროტესტის გამო მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის

ფორმულა

უკრაინასთან ომში ბელგოროდის ყოფილი მერი კონსტანტინ პოლეჟაევი დაიღუპა

უკრაინასთან ომში ბელგოროდის ყოფილი მერი კონსტანტინ პოლეჟაევი დაიღუპა

ფორმულა

უკრაინის იერიში რუსეთზე - სამარასა და უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყეს

უკრაინის იერიში რუსეთზე - სამარასა და უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყეს

ფორმულა

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე თანამდებობიდან დაითხოვეს

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე თანამდებობიდან დაითხოვეს

ფორმულა