მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მეგის ქარდავას 11 წლით პატიმრობა მიესაჯა, ამნისტიის კანონით სასჯელი 5.6 წლამდე შემცირდა
მეგის ქარდავას 11 წლით პატიმრობა მიესაჯა, ამნისტიის კანონით სასჯელი 5.6 წლამდე შემცირდა

მეგის ქარდავას 11 წლით პატიმრობა მიესაჯა, ამნისტიის კანონით სასჯელი 5.6 წლამდე შემცირდა

ფორმულა|formulanews.ge

პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 768 107 ლარის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნეს.

ქარდავას სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი განახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

პროკურატურის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 22 მაისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ, ფარული ხარჯების მუხლით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისთვის 330 000 ლარის გამოყოფის მოთხოვნით იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს ბაჩანა ახალაიას წერილით მიმართა. მინისტრის თანხმობით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა მეგის ქარდავას დავალებით ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანეს და მისი კონვერტაცია მოახდინეს, რის შემდეგაც 200 000 აშშ დოლარი მეგის ქარდავამ უკანონოდ მიითვისა.

"გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების დახმარებით 2011 წლის 16 ნოემბრიდან - 2012 წლის აგვისტოს ჩათვლით, თითქოსდა ოპერატიული მიზნობრიობით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გაფლანგა ჯამში 768 107 ლარი.

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების მითვისების და გაფლანგვის ფაქტების დაფარვის მიზნით, მეგის ქარდავას დავალებით შედგა ფიქტიური დოკუმენტაცია, თითქოსდა ავღანეთის რესპუბლიკაში მივლენილი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფის მიერ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისთვის ფულადი სახსრების დახარჯვის შესახებ, რითაც ხსენებული თანხები ჩამოიწერა და ბუღალტრულად გასწორდა.

ბრალდებულს ბრალდება 10 ეპიზოდზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება და გაფლანგვა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კანონში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • პარლამენტში კანონი იყიდეს - კაზინოების კანონს კრიტიკა მოჰყვატვ პირველი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირარუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე "აზარტული თამაშების კანონში" ცვლილებებს უმნიშვნელოს უწოდებსBM.GE
  • აწესებს არასაჭირო შეზღუდვებს – ვენეციის კომისია „ოცნების“ მიღებულ კიდევ ერთ კანონზენეტგაზეთი
კანონში →

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილი ჩინეთის ვიცეპრეზიდენტს, ხან ჭენგს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი ჩინეთის ვიცეპრეზიდენტს, ხან ჭენგს შეხვდა

ფორმულა

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე შტორმი, მაღალმთიან ზონებში ძლიერი თოვა

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე შტორმი, მაღალმთიან ზონებში ძლიერი თოვა

ფორმულა

უკრაინამ ესპანეთისგან თავდაცვის ახალი 437 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი მიიღო

უკრაინამ ესპანეთისგან თავდაცვის ახალი 437 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი მიიღო

ფორმულა

ევროკავშირი ტრამპის ინიციატივას ეხმაურება – მშვიდობისთვის „ბევრი მუშაობაა“ საჭირო

ევროკავშირი ტრამპის ინიციატივას ეხმაურება – მშვიდობისთვის „ბევრი მუშაობაა“ საჭირო

ფორმულა