მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. შსს-მ გურიაში ჯგუფურად მომზადებული განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სამი პირი დააკავა
შსს-მ გურიაში ჯგუფურად მომზადებული განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სამი პირი დააკავა

შსს-მ გურიაში ჯგუფურად მომზადებული განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სამი პირი დააკავა

ფორმულა|formulanews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

სამართალდამცველების მიერ საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა წარსულში არსებული პირადი კონფლიქტისა და შურისძიების მოტივით, ერთ-ერთი პირის მკვლელობა დაგეგმა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯგუფის წევრები საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“, ალექსანდრე ქურასბედიანს (მეტსახელად „წრიპას“) დაუკავშირდნენ და მკვლელობის დეტალები, მათ შორის დრო და ადგილი განსაზღვრეს. უშუალოდ მკვლელობის შესასრულებლად კი თბილისიდან გურიის რეგიონში პირი ჩამოიყვანეს, რომელსაც დაკავების შემთხვევაში მატერიალურ უზრუნველყოფასა და პენიტენციურ დაწესებულებაში მფარველობას დაჰპირდნენ.

ოპერატიული ღონისძიებებით ასევე დასტურდება, რომ ბრალდებულებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და ასაფეთქებელი მოწყობილობა, შეისწავლეს მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტი, შეარჩიეს ჩასაფრებისა და თავდასხმისთვის ხელსაყრელი ადგილი და წინასწარ შეიმუშავეს დანაშაულის დაფარვის გეგმა. სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ჩასაფრებისა და თავდასხმის განხორციელებამდე, სისრულეში მოყვანამდე დააკავეს.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ, ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ღარიბაშვილი: ჩემი სასამართლო პროცესის დახურვა პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ნაწილია

ღარიბაშვილი: ჩემი სასამართლო პროცესის დახურვა პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ნაწილია

ფორმულა

საფარი: მასწავლებელი 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, მას ბრალი წარედგინა

საფარი: მასწავლებელი 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, მას ბრალი წარედგინა

ფორმულა

უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა

უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა

ფორმულა

ვიქტორ ორბანის ძმა საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს

ვიქტორ ორბანის ძმა საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს

ფორმულა