მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ქურმუხის ტაძარზე საპატრიარქოს განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო გამოეხმაურა
ქურმუხის ტაძარზე საპატრიარქოს განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო გამოეხმაურა

ქურმუხის ტაძარზე საპატრიარქოს განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო გამოეხმაურა

ფორმულა|formulanews.ge

აზრერბაიჯანის საგარეო სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით გაკეთებული ბოლო განცხადება ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ, პარტნიორულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

აზერბაიჯანის საგარეოს განცხადებით, მიუღებელია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით წარმოდგენა.

"აზერბაიჯანი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამავდროულად, საქართველოს მხრიდანაც აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ იგივე დამოკიდებულება ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.

სწორედ ამ თვალსაზრისით, საქართველოს საპატრიარქოს მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების შემცველი მიდგომა გაუგებარია.

მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურმა ორგანიზაციებმა თავი შეიკავონ ისეთი მიდგომებისგან, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ისტორიულ მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია", - ნათქვამია განცხადებაში.

24 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქომ ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

საპატრიარქოს განცხადებით, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ასევე, საპატრიარქოს პოზიციით, მნიშვნელოვანია, აღნიშნული უწყებები დაინტერესდნენ საკითხით, მოიპოვონ ოფიციალური ინფორმაცია და ხელი შეუწყონ მის განხილვაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და დარგის ქართველი სპეციალისტების ჩართვას.

"ბუნებრივია, ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ჩნდება უამრავი კითხვა, როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე.

დავძენთ იმასაც, რომ ამ ქმედებების შესახებ საქართველოს საპატრიარქოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან არავითარი ინფორმაცია არ მიუღია.

შესაბამისად, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ, ასევე, როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ გადაუდებლად აუცილებელია პროცესში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართვა და სათანადო რეაგირება, მათი კომპეტენციისა და არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში.

ვფიქრობთ, მხოლოდ დროული და კოორდინირებული თანამშრომლობით არის შესაძლებელი ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სათანადო დაცვა და შენარჩუნება", - ნათქვამი იყო საპატრიარქოს განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საგარეო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • 2026 წლის საგარეო ვალის გეგმა ₾777 მილიონით მცირდება - მიზეზები საინვესტიციო პროექტების დაბალი ათვისებააBM.GE
  • ლარის სიმყარეს ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება და სავალუტო შემოდინებების ზრდა განაპირობებს - ნათია თურნავარუსთავი 2
  • კობახიძის თქმით, თანმიმდევრულ, პრაგმატულ და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკას აწარმოებენტვ პირველი
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენნეტგაზეთი
საგარეო →

მსგავსი სტატიები

ღარიბაშვილი: ჩემი სასამართლო პროცესის დახურვა პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ნაწილია

ღარიბაშვილი: ჩემი სასამართლო პროცესის დახურვა პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ნაწილია

ფორმულა

საფარი: მასწავლებელი 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, მას ბრალი წარედგინა

საფარი: მასწავლებელი 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, მას ბრალი წარედგინა

ფორმულა

უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა

უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა

ფორმულა

ვიქტორ ორბანის ძმა საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს

ვიქტორ ორბანის ძმა საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს

ფორმულა