მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. საფრანგეთს საელჩო: ამ ხსოვნის დღეს, საფრანგეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას
საფრანგეთს საელჩო: ამ ხსოვნის დღეს, საფრანგეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას

საფრანგეთს საელჩო: ამ ხსოვნის დღეს, საფრანგეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას

ფორმულა|formulanews.ge

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავზე, საფრანგეთის საელჩო საქართველოში პატივს მიაგებს აფხაზეთის კონფლიქტის მსხვერპლთა ხსოვნას და ყველა იმ ადამიანს, ვინც სიცოცხლე შესწირა სამშობლოს და ერთიანი საქართველოს იდეას. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.

“ოცდაათ წელზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს ისტორიის ეს მტკივნეული თავი კვლავ აღბეჭდილია კოლექტიურ მეხსიერებასა და იმ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირის ყოველდღიურობაში, რომელთა დაბრუნების უფლება, რასაც ყოველ წელს ადასტურებს გაეროს გენერალური ასამბლეა, დღემდე განუხორციელებელია.

ამ ხსოვნის დღეს, საფრანგეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - წერია განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხალხს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • მიხეილ ყაველაშვილი: კრაკოვში მომხდარ შემზარავ თავდასხმას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, ვუსამძიმრებ პოლონელ ხალხს ამ მძიმე დანაკარგს და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებრუსთავი 2
  • ეს განცხადებები სპეკულაციურია, გადასახადები ისევ ხალხს ხმარდება - კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზეBM.GE
  • ხალხის ნებას ვერანაირი რეპრესია, ჩაგვრა თუ პარტიების აკრძალვა წინ ვერ აღუდგება - გეგელიატვ პირველი
  • „არ დანებდეთ“ – რობერტა მეცოლას გზავნილი ქართველ ხალხს და პასუხი “იმედს”ნეტგაზეთი
ხალხს →

მსგავსი სტატიები

კუხო-მ სომხეთს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა, მიზედად საწევრო გადასახადის ვალი სახელდება

კუხო-მ სომხეთს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა, მიზედად საწევრო გადასახადის ვალი სახელდება

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "არა - საოცნებო" ამბიონი

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "არა - საოცნებო" ამბიონი

ფორმულა

თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს

თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს

ფორმულა

უსმან მერაბ დვალიშვილი—,,ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს“

უსმან მერაბ დვალიშვილი—,,ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს“

ფორმულა