მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ელენე ხოშტარია: ამიერიდან, მკურნალობას შერეულად გავაგრძელებ - ციხეში და ვივამედში
ელენე ხოშტარია: ამიერიდან, მკურნალობას შერეულად გავაგრძელებ - ციხეში და ვივამედში

ელენე ხოშტარია: ამიერიდან, მკურნალობას შერეულად გავაგრძელებ - ციხეში და ვივამედში

ფორმულა|formulanews.ge

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ დღეს ვივამედის კლინიკიდან რუსთავის ციხეში ბრუნდება.

მისი ინფორმაციით, მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია.

"ამიერიდან, მკურნალობას შერეულად გავაგრძელებ - ციხეში და ვივამედში. კლინიკაში თვეში ერთხელ მოვალ ხოლმე წამლების მისაღებად და შესამოწმებლად.

დიდი მადლობა ვივამედს, ყველა ექთანს, დამლაგებელს, ყველა თანამშრომელს ყურადღებისთვის. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ პენიტენციურ სამსახურთან გვქონდა კონსტრუქციული და საქმიანი თანამშრომლობა.

მადლობა ყველა იმ ოფიცერს, რომელთანაც ამ პერიოდის განმავლობაში, შეხება მქონდა. მიხარია, რომ ისინი გავიცანი. მათზე, რომ გამოვალ, მერე ვილაპარაკებ ბევრს.

ახლა კი დროებით, ერთი თვით, დავბრუნდები რუსთავის ქალთა ციხეში.

დიდი მადლობა ჩემს ექიმებს - მაკა იოსელიანს, ანი ქვთარაძეს და ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა ჩემი მკურნალობა", - წერს ხოშტარია.

ელენე ხოშტარიას "ვივამედში" გადაყვანის გადაწყვეტილება 29 ივნისს მიიღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კუხო-მ სომხეთს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა, მიზედად საწევრო გადასახადის ვალი სახელდება

კუხო-მ სომხეთს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა, მიზედად საწევრო გადასახადის ვალი სახელდება

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "არა - საოცნებო" ამბიონი

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "არა - საოცნებო" ამბიონი

ფორმულა

თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს

თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს

ფორმულა

უსმან მერაბ დვალიშვილი—,,ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს“

უსმან მერაბ დვალიშვილი—,,ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს“

ფორმულა