მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კალასი: EU-მ უკრაინელი სამხედროებისთვის EUMAM-ის სასწავლო მისია 2 წლით გაახანგრძლივა
კალასი: EU-მ უკრაინელი სამხედროებისთვის EUMAM-ის სასწავლო მისია 2 წლით გაახანგრძლივა

კალასი: EU-მ უკრაინელი სამხედროებისთვის EUMAM-ის სასწავლო მისია 2 წლით გაახანგრძლივა

ფორმულა|formulanews.ge

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინელი სამხედროებისთვის EUMAM-ის სასწავლო მისიის მუშაობა ორი წლით გაახანგრძლივა.

"რაც შეეხება წვრთნებს, წევრმა სახელმწიფოებმა EUMAM-ის სტრატეგიული გადახედვის პირველი ნაბიჯი შეათანხმა და ჩვენი მისია უკრაინისთვის კიდევ ორი წლით გაახანგრძლივეს", - თქვა კალასმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს კიევში საკოორდინაციო რგოლის შექმნას, რომელიც ბრძოლის ველზე მიღებულ გამოცდილებასა და სამხედრო განათლების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.

კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროპის სამშვიდობო ფონდიდან განბლოკილი 6,6 მილიარდი ევროდან EUMAM-ისთვის 900 მილიონი ევროს გამოყოფა გადაწყდა.

EUMAM-ის (European Union Military Assistance Mission in support of Ukraine — ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია უკრაინის მხარდასაჭერად) მთავარი ამოცანა უკრაინელი სამხედროების მომზადებაა, გულისხმობს ინდივიდუალურ მომზადებას, ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედების სწავლებას და სპეციალიზებულ წვრთნებს.

ასევე, 28 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდები უკრაინის ტერიტორიაზე სამხედროების მომზადებისთვის განკუთვნილი სასწავლო ცენტრების მუშაობისთვის 10 მილიონ ევროს გამოყოფს.

მანამდე გერმანიამ განაცხადა, რომ უნგრეთის მიერ განბლოკილი ევროპის სამშვიდობო ფონდის 6,6 მილიარდი ევრო სრულად უნდა გადაეცეს უკრაინას, თუმცა ევროკავშირის ყველა სახელმწიფო ამ პოზიციას არ იზიარებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფონ დერ ლაიენი: დღეს მეცნიერება რუსეთის სამიზნე გახდა

ფონ დერ ლაიენი: დღეს მეცნიერება რუსეთის სამიზნე გახდა

ფორმულა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფორმულა

შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დედოფლისწყაროში 20 წლის ბიჭი დააკავეს

შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დედოფლისწყაროში 20 წლის ბიჭი დააკავეს

ფორმულა

ჩრდილოეთ ინდოეთში წყალდიდობას 62 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ინდოეთში წყალდიდობას 62 ადამიანი ემსხვერპლა

ფორმულა