მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინული დრონების იერიში მოსკოვზე - რეგიონის უდიდესი ნავთობობიექტი იწვის
უკრაინული დრონების იერიში მოსკოვზე - რეგიონის უდიდესი ნავთობობიექტი იწვის

უკრაინული დრონების იერიში მოსკოვზე - რეგიონის უდიდესი ნავთობობიექტი იწვის

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა.

რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის ინფორმაციით შვიდ მუნიციპალიტეტში 47 კერძო სახლი დაზიანდა.

მედიის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში ხანძარი "ვოლოდარსკაიას" ხაზობრივ საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურის ტერიტორიაზე გაჩნდა.

"ვოლოდარსკაია" შედის "ტრანსნეფტეპროდუქტის" შემადგენლობაში და ღია წყაროებში მოსკოვის რეგიონის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობტერმინალად და მოსკოვისა და მოსკოვის ოლქისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდების მნიშვნელოვან კვანძად არის მოხსენიებული.

სააგენტო ТАСС უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მოსკოვზე განხორციელებულ 5-6 ოქტომბრის ღამის შეტევას ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ თავდასხმად აფასებს.

საჰაერო საფრთხის გამო, თურქეთიდან მოსკოვისკენ მიმავალი ოთხი თვითმფრინავი უკან დაბრუნდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სტუდენტების მასშტაბურ აქციას საფრანგეთში სხვადასხვა ორგანიზაციები შეუერთდნენ

სტუდენტების მასშტაბურ აქციას საფრანგეთში სხვადასხვა ორგანიზაციები შეუერთდნენ

ფორმულა

ბულგარეთის სანაპიროსთან ორ სავაჭრო გემს დრონი შეეჯახა

ბულგარეთის სანაპიროსთან ორ სავაჭრო გემს დრონი შეეჯახა

ფორმულა

გაზმომარაგება 8 ოქტომბერს რამდენიმე მუნიციპალიტეტს შეუწყდება

გაზმომარაგება 8 ოქტომბერს რამდენიმე მუნიციპალიტეტს შეუწყდება

ფორმულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა: სახელმწიფო მიწა სხვისდება ოცნების დაფინანსების სანაცვლოდ

საერთაშორისო გამჭვირვალობა: სახელმწიფო მიწა სხვისდება ოცნების დაფინანსების სანაცვლოდ

ფორმულა