მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პაპუაშვილი მარტა კოსს: ჯობია, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე - სახელმწიფო
პაპუაშვილი მარტა კოსს: ჯობია, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე - სახელმწიფო

პაპუაშვილი მარტა კოსს: ჯობია, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე - სახელმწიფო

ფორმულა|formulanews.ge

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც საქართველოზე მკაცრი შეფასება გააკეთა და მდგომარეობა დაგმო.

კერძოდ, ევროკომისარმა განაცხადა, რომ უკრაინა-მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო EU-ში გაწევრიანებაზე საგზაო რუკას ვერ მიიღებს, რადგან "საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა".

ტანზანიაში ვიზიტის ფარგლებში, სამთავრობო მედიასთან კომენტარის დროს შალვა პაპუაშვილს ამ განცხადებაზე დაუსვეს კითხვა, რაზეც მან განაცხადა, რომ "ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო".

"მე მგონია, ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო. ეს არჩევანი იყო სინამდვილეში გასაკეთებელი. ჩვენ რომ მოგვესმინა და დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, საქართველო დღეს ქაღალდზე იქნებოდა მხოლოდ სახელმწიფო ბევრი მიზეზის გამო. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო იქნებოდა ეკონომიკურად ისევე დაზიანებული, როგორც მოლდოვაა, საქართველო ასევე დიდი ალბათობით ახალ სამხედრო დაპირისპირებაში შევიდოდა რუსეთთან და დღეს ისევე ომისგან დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, როგორიც უკრაინაა. ასე რომ, მთავარი ცოდვა, ბრჭყალებში, რაც მიგვიძღვის ბრიუსელის წინაშე არის ის, რომ მათ რჩევებს არ ვითვალისწინებთ და ქართველი ხალხი ამით რჩება მოგებული", - თქვა პაპუაშვილმა.

მარტა კოსის განცხადება - სრულად

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ტანზანიაში გაემგზავრაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრარუსთავი 2
  • შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლებაიმედი
  • სხვა ქვეყნის ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია შესასრულებელი არ აქვთ – პაპუაშვილინეტგაზეთი
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: დაბადების დღე სიკვდილის ჩრდილში - ბნელმა ვერ მოიცვა ნათელი დღეს

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: დაბადების დღე სიკვდილის ჩრდილში - ბნელმა ვერ მოიცვა ნათელი დღეს

ფორმულა

ხოშტარია ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობს, საზოგადოებას კონკრეტული ნაბიჯებისკენ მოუწოდებს

ხოშტარია ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობს, საზოგადოებას კონკრეტული ნაბიჯებისკენ მოუწოდებს

ფორმულა

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

ფორმულა

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

ფორმულა