მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სახალხო დამცველის აპარატი პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატის განცხადებას უარყოფს
სახალხო დამცველის აპარატი პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატის განცხადებას უარყოფს

სახალხო დამცველის აპარატი პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატის განცხადებას უარყოფს

ფორმულა|formulanews.ge

სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატის მტკიცებას, თითქოს პატიმარმა ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი ომბუდსმენის წარმომადგენლის რეკომენდაციით თქვა.

„მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა მსჯავრდებულს ექსპერტიზის ჩატარების მიზანშეუწონლობის შესახებ რჩევა მისცა, არ შეესაბამება სინამდვილეს,“ — აღნიშნულია განცხადებაში. ომბუდსმენის განმარტებით, არსებობს პატიმრის ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტი, სადაც დავითაძე აცხადებს, რომ ექსპერტიზის ჩატარების საკითხზე კონსულტაციას საკუთარ ადვოკატთან გაივლიდა.

გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ მასზე პენიტენციურ დაწესებულებაში სექსუალურად იძალადეს, რასაც სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს.

მანამდე, 8 ოქტომბერს, დავითაძის ადვოკატმა დარეჯან სულაშვილმა განაცხადა, რომ 2025 წლის დეკემბერში, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრისას, პატიმარმა თავად მოითხოვა ექსპერტიზა. თუმცა, ადვოკატის მტკიცებით, ომბუდსმენის წარმომადგენელმა განუმარტა, რომ დაზიანებების დადგენა მხოლოდ ინციდენტიდან 72 საათის განმავლობაში იყო შესაძლებელი, რის გამოც, დროის გასვლის მიზეზით, ექსპერტიზა აღარ ჩატარდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება, ციხეში კვლავ დაძაბული სიტუაციაა – ელისაშვილინეტგაზეთი
  • ომბუდსმენი ამბობს, რომ კადრებში პატიმარ გიორგი დავითაძის თითით გაუპატიურება არ ჩანსტვ პირველი
  • პენიტენციური სამსახური პატიმარ საბა სხვიტარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს - უწყებაში აღნიშნავენ, რომ №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მშვიდი ვითარებაარუსთავი 2
  • ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფსიმედი
პატიმარი →

მსგავსი სტატიები

კონრად-ადენაუერის ფონდი პაპუაშვილის განცხადებას უარყოფს: „მსგავს საუბარს ადგილი არ ჰქონია“

კონრად-ადენაუერის ფონდი პაპუაშვილის განცხადებას უარყოფს: „მსგავს საუბარს ადგილი არ ჰქონია“

ფორმულა

ნატო იტალიაში ბირთვულ წვრთნებს მართავს და მოსკოვის დამშვიდებას ცდილობს

ნატო იტალიაში ბირთვულ წვრთნებს მართავს და მოსკოვის დამშვიდებას ცდილობს

ფორმულა

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავა

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავა

ფორმულა

თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

ფორმულა