მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ევროკომისიის პრესპიკერი სანაიაზე: დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტები
ევროკომისიის პრესპიკერი სანაიაზე: დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტები

ევროკომისიის პრესპიკერი სანაიაზე: დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტები

ფორმულა|formulanews.ge

ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა უპასუხა ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 30-დღიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ დასმულ შეკითხვას.

ევროკომისიის პრესპიკერის შეფასებით, "ქართული ოცნების" ქმედებები მიმართულია პოლიტიკური ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ჩახშობისკენ. მისი თქმით, ოცნება აგრძელებს სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას.

"ჩვენ ძალიან ხმამაღლა გამოვხატავთ პოზიციას „ქართული ოცნების“ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია პოლიტიკური ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ჩახშობისკენ. სამწუხაროდ, ისინი აგრძელებენ სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას.

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები და გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა", - თქვა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ვახო სანაიას მოსამართლე თორნიკე ქოჩქინმა 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის სიტყვიერი შეურაცხყოფის საბაბით, შეუფარდა. ივლისში, ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორში 14 დღე გაატარა, რაც ასევე ფეისბუქ-სტატუსს უკავშირდებოდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკომისიის პრესპიკერი: EU ყურადღებით აკვირდება ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელებს

ევროკომისიის პრესპიკერი: EU ყურადღებით აკვირდება ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელებს

ფორმულა

მედიის ადვოკატირების კოალიცია: სოლიდარობა სანაიას და ფორმულას გუნდს

მედიის ადვოკატირების კოალიცია: სოლიდარობა სანაიას და ფორმულას გუნდს

ფორმულა

სააგენტო: შესაძლებელია მდინარეებზე - ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე, იორზე წყლის დონის მატება

სააგენტო: შესაძლებელია მდინარეებზე - ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე, იორზე წყლის დონის მატება

ფორმულა

DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას

DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას

ფორმულა