
ავტობანზე ავარია მოხდა - არიან დაშავებულები
ფორმულა|formulanews.ge
ქართლის ამბები
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს ხაშურის სიახლოვეს მოხდა. ინფორმაციას ქართლის ამბები ავრცელებს.
მედიის თანახმად, ტრაილერი გაჩერებას აპირებდა და სათადარიგო ზოლში მდგარ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურიც გამოიძახეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge