მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს
საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

ფორმულა|formulanews.ge

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში.

აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიები დემოკრატიული პლურალიზმის უზრუნველყოფაში არსებით როლს ასრულებენ, რის გამოც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების მიხედვით, მათი გაუქმება უკიდურეს ღონისძიებად მიიჩნევა და მხოლოდ დამაჯერებელი და წონადი საფუძვლების არსებობისას შეიძლება გამართლდეს.

მიმოხილვაში განმარტებულია, რომ მიუხედავად იმისა სახელმწიფოს აქვს უფლება, დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით ცდილობენ მისი საფუძვლების მოშლას, ამ უფლებამოსილების განხორციელება მკაცრ სამართლებრივ შეზღუდვებს ექვემდებარება. ამასთან, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მექანიზმების გამოყენების ლეგიტიმურობა იმთავითვე უკავშირდება თავად პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულ ბუნებას. თუ პოლიტიკური სისტემა კარგავს დემოკრატიულ ხასიათს და თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება, ეს კონცეფცია შეიძლება დემოკრატიული წესრიგის დაცვის საშუალებიდან პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიის იურიდიულ ინსტრუმენტად იქცეს.

"პოლიტიკური პარტიის კონვენციასთან შესაბამისობის შეფასება მოითხოვს, რომ გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევა იყოს კანონით გათვალისწინებული, ემსახურებოდეს კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზანს და აუცილებელი იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამ უკანასკნელი მოთხოვნის შეფასებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩარევის პროპორციულობა, სახელმწიფო ორგანოების მიერ წარმოდგენილი დასაბუთების რელევანტურობა და საკმარისობა, აგრეთვე იმის გათვალისწინება, შესაძლებელი იყო თუ არა დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიებებით.

დოკუმენტში იხილავთ საქმეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან, სადაც სასამართლომ პარტიების აკრძალვა გამართლებულად მიიჩნია და საქმეებს, სადაც სასამართლომ პარტიების აკრძალვა გაუმართლებლად მიიჩნია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აკრძალვის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • პარტიების აკრძალვის პროცესი "ქართული ოცნების" ნება კი არა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება და კონსტიტუციური აქტია, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისია - ირაკლი ქადაგიშვილირუსთავი 2
  • “ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენტვ პირველი
  • როგორ ართმევს "ოცნება" ხმის უფლებას 800 000 ამომრჩეველს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით?|კონსტიტუციონალისტის განმარტებაBM.GE
  • პარტიების აკრძალვა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება არ არის — ზენონ იარაჯულინეტგაზეთი
აკრძალვის →სასამართლოში →პარტიების →

მსგავსი სტატიები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

ფორმულა

ქალთა მოძრაობა განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველის აპარატში გენდერის დეპარტამენტის გაუქმებაზე

ქალთა მოძრაობა განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველის აპარატში გენდერის დეპარტამენტის გაუქმებაზე

ფორმულა

ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს

ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს

ფორმულა

უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა

უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა

ფორმულა