
უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად რუსულმა Ozon-მა 30,1 მილიარდი რუბლის ზარალი აღრიცხა
რუსულმა ონლაინვაჭრობის კომპანია Ozon-მა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით ლოგისტიკურ ობიექტებზე შეტევების შედეგად 2026 წლის მესამე კვარტალში 30,1 მილიარდი რუბლის (დაახლოებით 373 მილიონი დოლარის) ზარალი აღრიცხა. ამის შესახებ კომპანიის 28 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშშია ნათქვამი.
კომპანიის ცნობით, აგვისტოდან უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების შედეგად მის 11 ლოგისტიკურ ობიექტზე სხვადასხვა მასშტაბის ხანძარი დაფიქსირდა. ზარალის შეფასება მოიცავს გასაყიდი საქონლის დაზიანებას, ძირითადი საშუალებების ჩამოწერასა და გაუფასურებასთან დაკავშირებულ დანაკარგებს, ასევე სხვა ხარჯებს.
Ozon-ის წმინდა მოგებამ მესამე კვარტალში 3,7 მილიარდი რუბლი შეადგინა. კომპანიის განცხადებით, რისკების ნაწილი დაზღვეული იყო და ის სადაზღვევო კომპანიებთან ზარალის ანაზღაურების საკითხზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge