მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. „ოცნების“ პარლამენტი ChatGPT Business-ის შეძენაზე 10 500 ლარს დახარჯავს
„ოცნების“ პარლამენტი ChatGPT Business-ის შეძენაზე 10 500 ლარს დახარჯავს

„ოცნების“ პარლამენტი ChatGPT Business-ის შეძენაზე 10 500 ლარს დახარჯავს

ფორმულა|formulanews.ge

„ოცნების“ პარლამენტის აპარატი 7 თანამშრომლისთვის ხელოვნური ინტელექტის ციფრული პლატფორმის, ChatGPT Business-ის ერთწლიანი ლიცენზიის გამარტივებული შესყიდვით შეძენას გეგმავს, რაც ბიუჯეტს დაახლოებით 10 500 ლარი დაუჯდება. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, შესყიდვის ინიციატივა აპარატის უფროსს კახა ოქროჯანაშვილს ეკუთვნის.

„ChatGPT Business-ის პაკეტის გამოყენება არსებითად შეუწყობს ხელს სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციას, დიდი მოცულობის მონაცემების/ტექსტების სწრაფ ანალიზს, სამუშაო დროის ეფექტიან გადანაწილებასა და უწყების საერთო საოპერაციო პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად გაზრდას“.

ოფიციალური განმარტებით, პროგრამული პაკეტი „ოცნების“ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს მონაცემთა ანალიზის, პროცესების ავტომატიზაციის, მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებისთვის სჭირდება. აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მისაღებად უკვე მიმართა, სადაც განცხადების განხილვა 10 ნოემბრამდე იგეგმება.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • რა შემთხვევაში იქნება შესძლებელი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება? – „ოცნების“ კანონპროექტინეტგაზეთი
  • "ოცნების" მთავრობამ დაამატა პუნქტი კონსტიტუციაში საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი - კობახიძეBM.GE
  • "ოცნებამ" იმის სამტკიცებად, რომ ივანიშვილი პრესის მიმტაცებელი არ არის, ბრიფინგი გამართატვ პირველი
  • პარტიების აკრძალვის პროცესი "ქართული ოცნების" ნება კი არა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება და კონსტიტუციური აქტია, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისია - ირაკლი ქადაგიშვილირუსთავი 2
ოცნების →

მსგავსი სტატიები

ნაიჯელ ფარაჯი ტრამპს ომების შესახებ „გატეხილი დაპირების“ გამო აკრიტიკებს

ნაიჯელ ფარაჯი ტრამპს ომების შესახებ „გატეხილი დაპირების“ გამო აკრიტიკებს

ფორმულა

„მხნედაა და ბევრჯერ გაიმეორა, რომ ენატრებით“ –ეკა ბესელიამ ვახო სანაია იზოლატორში მოინახულა

„მხნედაა და ბევრჯერ გაიმეორა, რომ ენატრებით“ –ეკა ბესელიამ ვახო სანაია იზოლატორში მოინახულა

ფორმულა

„ცხოველთა დამცველებს პასუხისგება მოუწევთ“ – „ოცნების“ მერია სამართალდამცველებს მიმართავს

„ცხოველთა დამცველებს პასუხისგება მოუწევთ“ – „ოცნების“ მერია სამართალდამცველებს მიმართავს

ფორმულა

ავარიული შენობის გამო 42-ე სკოლაში სწავლა ჩერდება – მოსწავლეები 51-ე სკოლაში გადაჰყავთ

ავარიული შენობის გამო 42-ე სკოლაში სწავლა ჩერდება – მოსწავლეები 51-ე სკოლაში გადაჰყავთ

ფორმულა