მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. აზერბაიჯანი დუბლინის სამიტზე მიღებულ სამ პოლიტიკურ დოკუმენტს არ შეუერთდა
აზერბაიჯანი დუბლინის სამიტზე მიღებულ სამ პოლიტიკურ დოკუმენტს არ შეუერთდა

აზერბაიჯანი დუბლინის სამიტზე მიღებულ სამ პოლიტიკურ დოკუმენტს არ შეუერთდა

ფორმულა|formulanews.ge

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე აზერბაიჯანმა უარი განაცხადა სამი ძირითადი პოლიტიკური დოკუმენტის ხელმოწერაზე. ბაქოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა არ შეერთებია რუსეთის აგრესიის დამგმობ, მიგრაციისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის ინიციატივებს.

სამიტის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებმა სამი მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი შეიმუშავეს. მათ შორისაა „ევროპის უსაფრთხოების დეკლარაცია“, რომელიც გმობს რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, და ხაზს უსვამს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას. აღნიშნულ დეკლარაციას 39 ქვეყანა, მათ შორის საქართველო შეუერთდა, თუმცა აზერბაიჯანი ხელმომწერთა შორის არ არის.

გარდა ამისა, აზერბაიჯანმა მხარი არ დაუჭირა დიდი ბრიტანეთის, დანიისა და იტალიის ინიციატივით მომზადებულ განცხადებას უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის შესახებ, რომელსაც 41-მა ლიდერმა, მათ შორის ,,ოცნებია" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი. ბაქომ უარი თქვა ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის ფარგლებში თანამშრომლობაზეც, რომელიც პორტების უსაფრთხოების გაძლიერებას, ტრანსნაციონალურ დანაშაულებთან ბრძოლასა და უკანონო ფინანსური ნაკადების პრევენციას ითვალისწინებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, აიხან ჰაჯიზადეს განცხადებით, დოკუმენტებთან შეერთებაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ისინი ქვეყნისთვის „დამატებით სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებებს შექმნიდა“, თუმცა უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად რომელი დებულება გახდა ბაქოსთვის მიუღებელი.

მიუხედავად მრავალმხრივ ინიციატივებზე უარისა, დუბლინის სამიტის ფარგლებში აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ორმხრივი ნაბიჯი გადადგა — ილჰამ ალიევმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც თავდაცვის, უსაფრთხოების, ვაჭრობის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო კავშირების, მათ შორის შუა დერეფნის განვითარებას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 9 წელი მიესაჯა

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 9 წელი მიესაჯა

ფორმულა

ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“ ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს — ადვოკატი

ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“ ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს — ადვოკატი

ფორმულა

ფეიქრიშვილებისა და ყიფიანის საქმე: პატიმრებს ციხეები შეუცვალეს და ახალი ბრალი წაუყენეს

ფეიქრიშვილებისა და ყიფიანის საქმე: პატიმრებს ციხეები შეუცვალეს და ახალი ბრალი წაუყენეს

ფორმულა

ახალციხის მერმა და რექტორმა კათოლიკეებს დარბაზი არარსებული რემონტის მიზეზით არ დაუთმეს

ახალციხის მერმა და რექტორმა კათოლიკეებს დარბაზი არარსებული რემონტის მიზეზით არ დაუთმეს

ფორმულა