მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. CNN: აშშ-ის დაზვერვის ცნობით, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქებას გეგმავს
CNN: აშშ-ის დაზვერვის ცნობით, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქებას გეგმავს

CNN: აშშ-ის დაზვერვის ცნობით, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქებას გეგმავს

ფორმულა|formulanews.ge

CNN-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რომელიც ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ვრცელდება, აშშ-ის დაზვერვის ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ ირანი ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ვაშინგტონში ე.წ. „ბინძური ბომბის“ ან ქიმიური იარაღის აფეთქების გეგმებს ამუშავებს. წყაროების განმარტებით, ამ ეტაპზე ეს მზადება გარდაუვალ თავდასხმაზე მეტად თეირანის მცდელობაა, სამომავლო მოქმედების ვარიანტები შეიქმნას, თუმცა მოპოვებული მონაცემები საკმაოდ კონკრეტულია, მოიცავს სამიზნეებსა და ლოკაციებს, რამაც ვაშინგტონში საგანგებო რეაგირების გეგმების გააქტიურება გამოიწვია.

ამერიკელი ოფიციალური პირები ამ ინფორმაციას ირანის მხრიდან ესკალაციის საგანგაშო მზადყოფნად აფასებენ, რაც აშშ-ის სამხედრო დარტყმებითა და მკაცრი ეკონომიკური ბლოკადით გამოწვეულ მძიმე წნეხს უკავშირდება. წყაროების ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა, ხოლო ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხეების გამო, გასულ კვირას საიდუმლო სამსახურმა ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელში გადაიყვანა.

თავად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNN-ის რეპორტაჟის კომენტირებისას განაცხადა, რომ ადმინისტრაცია საკითხს სრული სერიოზულობით ეკიდება და თუ ირანი ვაშინგტონს დაესხმება თავს, „ისეთ ფასს გადაიხდის, როგორიც აქამდე არცერთ ქვეყანას არ გადაუხდია“. შიდა უსაფრთხოების მდივანმა მარკვეინ მალინმა კი ირანის გეგმებს „ამბიციური სურვილები“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს „ახალ საფრთხეს“ არ წარმოადგენს.

დაზვერვის წყაროების თქმით, აშშ განსაკუთრებით მოწყვლადია არატრადიციული იარაღის მიმართ, რადგან „ბინძური ბომბის“ (რომელიც ჩვეულებრივ ასაფეთქებელ ნივთიერებასა და რადიოაქტიურ მასალას აერთიანებს) აწყობა შედარებით მარტივია და მის ასამოქმედებლად შესაძლოა ქვეყანაში უკვე მყოფი პირების გამოყენებაც საკმარისი აღმოჩნდეს. ამერიკული დაზვერვის მიერ დაფიქსირებული კომუნიკაციების თანახმად, ირანული მხარე ირწმუნება, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე ბომბის დასამზადებელი მასალები უკვე გადამალული აქვს, თუმცა სპეცსამსახურებში ამ ცნობის სანდოობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. გარდა ამისა, დაზვერვა ყურადღებით აკვირდება ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში განთავსებული ამერიკელი სამხედროებისა და დიპლომატების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების თაობაზეც.

თეირანი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. გაეროში ირანის მისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანი ნებისმიერ ვითარებაში უკანონოდ მიიჩნევს ქიმიური იარაღის გამოყენებას და გავრცელებულ ცნობებს „ყალბსა და შეთითხნილს“ უწოდებს, თუმცა „ბინძური ბომბის“ შესახებ ინფორმაციაზე კონკრეტული კომენტარი არ გაუკეთებია. ირანის საგარეო უწყების სპიკერმა ესმაილ ბაღაიმ კი აღნიშნა, რომ ომის დამწყებები „შემდგომი აგრესიისა და სისასტიკის გასამართლებლად საბაბს ქმნიან“.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჟურნალისტ ელისო კილაძის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს

ჟურნალისტ ელისო კილაძის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს

ფორმულა

თეთრიწყაროში ძმის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარედგინა

თეთრიწყაროში ძმის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარედგინა

ფორმულა

ვაშინგტონზე ირანის შესაძლო თავდასხმის შესახებ ცნობას სერიოზულად ვეკიდებით — ტრამპი

ვაშინგტონზე ირანის შესაძლო თავდასხმის შესახებ ცნობას სერიოზულად ვეკიდებით — ტრამპი

ფორმულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ფორმულა