
პუტინი: ჩვენ საერთოდ არანაირი ომი არ დაგვიწყია, მხოლოდ მის დასრულებას ვცდილობთო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომი რუსეთს არ დაუწყია და აცხადებს, რომ მოსკოვი მის დასრულებას ცდილობს.
“ჩვენ არ დაგვიწყია ომი და საერთოდ, არანაირი ომი არ დაგვიწყია. ჩვენ მხოლოდ მის დასრულებას ვცდილობთ. რვა წლის განმავლობაში ვცდილობდით ამ კრიზისის მოგვარებას და მთელი ამ რვა წლის განმავლობაში კიევის რეჟიმი რაღაც სამხედრო მოქმედებებს ატარებდა“, - განაცხადა პუტინმა.
ამის შესახებ მან 19 ნოემბერს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
პუტინის მტკიცებით, რუსეთმა მხოლოდ მას შემდეგ აღიარა იმ ტერიტორიების დამოუკიდებლობა, რომლებიც მანამდე არაღიარებული იყო, რაც კიევმა საჯაროდ განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმებების შესრულებას არ აპირებდა.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge