მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინულმა დრონებმა თათრეთში „ტრანსნეფტის“ სადგურს ხუთ დღეში მეორედ დაარტყეს
უკრაინულმა დრონებმა თათრეთში „ტრანსნეფტის“ სადგურს ხუთ დღეში მეორედ დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა თათრეთში „ტრანსნეფტის“ სადგურს ხუთ დღეში მეორედ დაარტყეს

ფორმულა|formulanews.ge

23 ნოემბერს, გამთენიისას, რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმეტიევსკთან აფეთქებები მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში ნავთობის რეზერვუარებზე მიიტანეს.

ქალაქ ალმეტიევსკსა და სოფელ კალეიკინოს შორის მდებარეობს ნავთობის საქაჩი სადგური „კალეიკინო“, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ მართულ და აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ კომპანია „ტრანსნეფტს“ ეკუთვნის.

თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ალმეტიევსკის მახლობლად ნავთობის რეზერვუარებზე თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ობიექტი, თუმცა დაშავებულები და დაღუპულები არ არიან. ოფიციალურ შეტყობინებაში კონკრეტულად სადგური „კალეიკინო“ ნახსენები არ ყოფილა, თუმცა უკრაინული მონიტორინგის არხების (Supernova+ და Exilenova+) ცნობითა და დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA-ს მიერ თვითმხილველთა კადრების ანალიზის საფუძველზე დადასტურდა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა სწორედ აღნიშნულ სადგურს დაარტყეს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1300 კილომეტრში მდებარე „კალეიკინოს“ სადგურზე იერიში 19 ნოემბერსაც მიიტანეს. ეს სადგური რუსეთის მაგისტრალური ნავთობსადენების სისტემის ერთ-ერთი საკვანძო ობიექტია.

რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ტერმინალები და ტრანსპორტირების მარშრუტები უკრაინის ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ოფიციალური მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს“ უწოდებს, კიევში კი აცხადებენ, რომ დარტყმები გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაციაა და რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შესუსტებას ისახავს მიზნად.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შეწყალებულმა გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა საპატიმრო დატოვეს

შეწყალებულმა გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა საპატიმრო დატოვეს

ფორმულა

ადმინისტრაცია: ყაველაშვილმა 232 მსჯავრდებული შეიწყალა

ადმინისტრაცია: ყაველაშვილმა 232 მსჯავრდებული შეიწყალა

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: პუტინი "ჩემოდნით" სის მეორე ცოლის როლში რ

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: პუტინი "ჩემოდნით" სის მეორე ცოლის როლში რ

ფორმულა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო

ფორმულა