
რუტე: პუტინს ვაჩვენებთ, რომ მისი მცდელობები, შეასუსტოს ჩვენი მხარდაჭერა, კრახით დასრულდება
ფორმულა|formulanews.ge
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 72-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალების, მიწოდების უზრუნველყოფა.
რუტეს თქმით, პუტინს აჩვენებნ, რომ მათი მხარდაჭერა უკრაინისადმი არ შესუსტდება.
"[უკრაინის] მხარდაჭერა კონკრეტული უნდა იყოს. პუტინს უნდა ვაჩვენოთ, რომ მისი მცდელობები, შეასუსტოს ჩვენი მხარდაჭერა, კრახით დასრულდება.
ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ელექტროენერგია არ გაითიშება, სახლებში სითბო შენარჩუნდება, ხოლო საავადმყოფოები, ტრანსპორტი და საკომუნიკაციო სისტემები შეუფერხებლად განაგრძობენ მუშაობას", - თქვა რუტემ.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge