მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 1000-ზე მეტი ბიზნეს შეხვედრა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები შანხაიში - საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა
1000-ზე მეტი ბიზნეს შეხვედრა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები შანხაიში - საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა

1000-ზე მეტი ბიზნეს შეხვედრა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები შანხაიში - საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა

იმედი|imedinews.ge

ჩინეთის ქალაქ შანხაიში აზიის მასშტაბური ტურისტული გამოფენა ITB China დასრულდა, რომელზეც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამი დღის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობდა პრეზენტაციები და შეხვედრები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.

ITB China-ს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიასა და ღვინოს. საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პავილიონში სპეციალური კულტურული პროგრამა მოეწყო.

შანხაიში გამართულ ტურისტულ გამოფენაზე ITB China 2026 საქართველოს დელეგაციაში შემავალმა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ათასზე მეტი შეხვედრა გამართეს უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად.

საერთაშორისო გამოფენაზე 30-მდე ქართული კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობდა.

გამოფენის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ. მხარეებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ჩინეთისა და აზიის ბაზრებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების პოზიციონირების გაძლიერებაზე, ასევე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და მარკეტინგულ კამპანიებში თანამშრომლობაზე.

წლევანდელი ITB China მასშტაბური მაჩვენებლებით გამოირჩეოდა: გამოფენაზე 85 ქვეყნიდან 900-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი, ხოლო ღონისძიებას 280-მდე საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი აშუქებდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი