
12:00 საათის მონაცემებით, წალკასი საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 200-ზე მეტი ამომრჩეველი იმყოფებოდა
იმედი|imedinews.ge
საკრებულოს დღევანდელ შუალედურ არჩევნებში ყველაზე მეტი, 4 უბანი წალკაშია გახსნილი - 3 ადგილზე კი კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიით ტარდება.
წალკის მუნიციპალიტეტში არჩევნები დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში ტარდება. 25-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დრომდე არც ერთი საჩივარი არ შესულა.
12:00 საათის მონაცემებით, 1011 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბნებზე უკვე 200-ზე მეტი ამომრჩეველი იმყოფებოდა.
სოფლების - იმერას, საბეჭისის, ბარეთისა და ლივადის მოსახლეობამ მაჟორიტარი უნდა აირჩიოს. კენჭისყრაში „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ კანდიდატები მონაწილეობენ.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge