მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 17 მაისი ასმაგად საპასუხისმგებლოა. საპასუხისმგებლოა როგორც მრევლისთვის, ასევე, ეკლესიისთვის და ახალი კათოლიკოს-პატრიარქისთვის. შიო მესამის გვერდით დღეს მთელი საქართველო იდგა - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
17 მაისი ასმაგად საპასუხისმგებლოა. საპასუხისმგებლოა როგორც მრევლისთვის, ასევე, ეკლესიისთვის და ახალი კათოლიკოს-პატრიარქისთვის. შიო მესამის გვერდით დღეს მთელი საქართველო იდგა - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

იმედი|imedinews.ge

2026 წლის 17 მაისი ასმაგად საპასუხისმგებლოა. საპასუხისმგებლოა როგორც მრევლისთვის, ასევე ეკლესიისთვის და ახალი კათოლიკოს-პატრიარქისთვის. შიო მესამის გვერდით დღეს მთელი საქართველო იდგა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნაზე საუბრისას.

მისივე თქმით, დღევანდელ დღეს სევდაც ახლავს, რადგან პირველი 17 მაისია, რომელსაც ერი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარეშე აღნიშნავს.

„17 მაისი, დღე, რომელიც უკეთესი ხვალინდელი დღის იმედია. დღე, რომელიც აერთიანებს ერს და ბერს - მთავარი იდეის გარშემო - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეს გილოცავთ. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი თარიღი, ჩვენი ერის ერთიანობისთვის, იდენტობისთვის და რწმენისთვის.

2026 წლის 17 მაისი ასმაგად საპასუხისმგებლოა. საპასუხისმგებლოა, როგორც მრევლისთვის ასევე ეკლესიისთვის და ახალი კათოლიკოს-პატრიარქისთვის. შიო მესამის გვერდით დღეს მთელი საქართველო იდგა - თბილისსა და რეგიონებში გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ ქუჩებში ზღვა ხალხი გამოვიდა.

ახლად აღსაყდრებულმა კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს პირველი სადღესასწაულო წირვა აღავლინა სამების საკათედრო ტაძარში და კადრები, რომლებიც ვიხილეთ ერთადერთ რამეს ადასტურებს, შიო მესამე ჭეშმარიტად არის ჩვენი ქვეყნის ღირსეული სულიერი მამა.

სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს სევდაც ახლავს - პირველი 17 მაისია, რომელიც მისი დამფუძნებლის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარეშე აღვნიშნეთ. როგორ გაჩნდა 17 მაისს ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღის აღნიშვნის იდეა, რა პროცესები უძღოდა წინ ვიდრე პატრიარქი ილია მეორე ამ დღეს ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადებდა. ჩვენ პირველები ვიყავით და ბევრად უფრო ადრე მივხვდით, რამდენად დიდი საფრთხის წინაშე იდგა იდენტობა, რწმენა და სულიერება, - აღნიშნა ჩიხლაძემ.

მან ისაუბრა ასევე ახალი პატრიარქის ინტრონიზაციაზეც.

„მადლიანი კვირაა. კვირის დასაწყისში ვიზეიმეთ ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია და კვირის ბოლოს აღვნიშნეთ ოჯახის სიწმინდის დღე - მისი უწმინდესობის ილია მეორის მიერ დაწესებული.

ჩვენ ვნახეთ, როგორ ღირსეულად გაგრძელდა მისი გზა. უწმინდესმა შიო მესამემ თქვა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოჯახი არა მარტო პირადი სივრცე, არამედ ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს.

კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა ისიც, რომ თანამედროვე, გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრება როგორც ზნეობრივი ფასეულობების ორიენტირს და ერის გაერთიანების საფუძველს.

და მართლაც, თუკი თვალს გადავავლებთ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ქრისტიანობა, რწმენა და ეკლესია იყო ის ურყევი ზღუდე, ჩვიდმეტი საუკუნის განმავლობაში, მათ შორის ქვეყნისთვის ყველაზე რთულ და მძიმე პერიოდებშიც რომ აერთიანებდა ქართველობას და ინარჩუნებდა ერთიანი, განუყოფელი საქართველოს მცნებას.

ქართველთა ქრისტიანობა ოფიციალურად 1700 წელს ითვლის. ქართლში ქრისტიანობა მეოთხე საუკუნის 30-იან წლებში გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. ისტორიულად დადასტურებულია, ისიც, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე, 325 წელს ნიკეის პირველ მსოფლიო კრებას ესწრებოდა ბიჭვინთელი ეპისკოპოსი სტრატოფილე. თუმცა როგორც ისტორიული, ასევე საეკლესიო წყაროებით, ქრისტიანობა საქართველოში პირველად, ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა ღვთისმშობლის დავალებით. ეს იყო პირველი საუკუნე - მოციქულების ხანა.

12 მაისს სწორედ საქართველოში ანდრია პირველწოდებულის შემოსვლის და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე ვიზეიმეთ, 142-ე პატრიარქის აღსაყდრებასთან ერთად“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.

ნახეთ ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი და ანუკი გუმბერიძის სპეციალურ რეპორტაჟი - ერისა და ბერის ერთობა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი