მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული გაამართლა
18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული გაამართლა

18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული გაამართლა

იმედი|imedinews.ge

18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე ნაციონალურ მოძრაობას საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ავარიას, რომლის დროსაც მისი შვილი, 26 წლის სამხედრო ოფიცერი გიორგი დარბაიძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამის თქმით, წინა ხელისუფლებამ უდანაშაულო ადამიანი დააკავა, რადგან რეალურ დამნაშავეს, მეორე ავტომობილის მძღოლს ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები მფარველობდნენ.

საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობამ გამორიცხა გრიგოლ ვარდოსანიძის მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი და სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული გაამართლა. გრიგოლ ვარდოსანიძეს 2008 წელს ბრალი დაედო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევაში, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის გარდაცვალება. მას 2009 წელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„2008 წლის 30 აპრილს მოხდა, ეს იყო საშინელება, მაღვიძებენ - ავარიაში მოყვაო და საავადმყოფოშიაო. ვინც იყო ექიმი, დაიკითხა ახლა და გამამართლებელი განაჩენი რომ გამოუტანეს, ამის საფუძველზე. გამორთული სინათლეებით მოდიოდა ღამის 22:00 საათზე. ჩემმა შვილმა მანქანა წამიერად დაინახა, გადაკრა საჭე, რომ აერიდებინა მანქანა, თორემ თავის გზაზე მიდიოდა და მოხდა დაჯახება. „მერსედესით“ დიდი სიჩქარით მოძრაობდა გამორთული შუქებით. მისი ჰობი იყო - გამორთული შუქებით დადიოდა და ხალხს აშინებდა ეს მარგველაშვილი. როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ, ეს მისი მესამე ავარია იყო. ჩემთან ვერ გაიტანდნენ ავარიის გაყალბებას, იმ ბავშვს დააბრალეს, რომ ჩემი გული მოეგოთ, მაგრამ ვერ მოიგეს. ხიზანიშვილი მერაბის მოადგილე იყო და რა მითხრა იცით? რატომ ყვირი, რატომ იკლავ თავსო, შენ ბავშვს ხომ არ აბრალებენ, კაცს დაიჭერენო, შენთვის ერთი არ არის ვის დაიჭერენო? გიგი წერეთელთან ვიყავი და მე ამ საქმეში ვერ ჩავერევიო, უკვე ეს საქმე გადაწყვეტილიაო“, - განაცხადა დარბაიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოძრაობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობსრუსთავი 2
  • ენმ ყრილობისთვის ემზადება - ვის ხელში გადადის ნაც მოძრაობის მართვის სადავეებიტვ პირველი
  • ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდაBM.GE
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართებაფორმულა
მოძრაობის →ბრალდებულს →

მსგავსი სტატიები

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი