
2026 წლის 3-4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდადებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ ჩადენილ ქმედებებს აპროტესტებდნენ
2026 წლის 3-4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდადებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ ჩადენილ ქმედებებს აპროტესტებდნენ, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2026 წლის 4 ოქტომბერს გიორგი დავითაძემ რამდენიმე გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა. სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე.
დავითაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროტესტის ფორმას წარმოადგენს და იგი კლინიკაში გადაყვანას არ დათანხმდება, ვიდრე მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებენ.
სახალხო დამცველის რწმუნებულები იმ პატიმრებსაც გაესაუბრნენ, რომლებმაც გიორგი დავითაძის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. მათ პროტესტის მიზეზებსა და დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ილაპარაკეს.
სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი დავითაძის უფლებების დაცვის საკითხის მონიტორინგს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge