
24 აგვისტო კონსტიტუციის დღეა
იმედი|imedinews.ge
24 აგვისტო კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო. დოკუმენტი ძალაში 1995 წლის ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა. საქართველო აღიარებულ იქნა დამოუკიდებელ, ერთიან და განუყოფელ სახელმწიფოდ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ცხინვალის ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიაში.
კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური წყობილების ფორმად დეკლარირდა დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეყრდნობა ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge