მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 3-4 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება - ხუთ ლოკაციაზე მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი
3-4 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება - ხუთ ლოკაციაზე მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი

3-4 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება - ხუთ ლოკაციაზე მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი

იმედი|imedinews.ge

3-ოქტომბერს, „თბილისობა“ მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.

„ყველა ლოკაციაზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულად განთავსდება სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. მოეწყობა სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია.

ამასთან, დღის განმავლობაში, გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. ორივე დღის პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება.

ხოლო 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

იმედი

Euronews: საფრანგეთში საპროტესტო აქციებმა 356 სკოლა მოიცვა

Euronews: საფრანგეთში საპროტესტო აქციებმა 356 სკოლა მოიცვა

იმედი

თორნიკე ჭეიშვილი საიას ანგარიშზე: მათ სამიზნეში ამოიღეს პენიტენციური სისტემა, რაც თავისთავად არის მათი მხრიდან ერთი მხრივ არასერიოზული, მეორე მხრივ ცინიკური იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2012 წლიდან თვისებრივად შეიცვალა სიტუაცია პენიტენციურ სისტემაში

ოპოზიციის მორიგი შეტევა საქართველოს საპატრიარქოზე - გიორგი ახობაძემ საქართველოს ეკლესიას შეურაცხყოფა მიაყენა, ზურა შარაშენიძე კი პატრიარქს დაემუქრა

ოპოზიციის მორიგი შეტევა საქართველოს საპატრიარქოზე - გიორგი ახობაძემ საქართველოს ეკლესიას შეურაცხყოფა მიაყენა, ზურა შარაშენიძე კი პატრიარქს დაემუქრა

იმედი