მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 4 ოქტომბრის საქმეზე 8 ბრალდებულიდან, რომლებმაც დანაშაული აღიარეს, შვიდი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
4 ოქტომბრის საქმეზე 8 ბრალდებულიდან, რომლებმაც დანაშაული აღიარეს, შვიდი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

4 ოქტომბრის საქმეზე 8 ბრალდებულიდან, რომლებმაც დანაშაული აღიარეს, შვიდი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

იმედი|imedinews.ge

4 ოქტომბრის საქმეზე 8 ბრალდებულიდან, რომლებმაც დანაშაული აღიარეს, შვიდი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ერთ ბრალდებულს - ევა შაიშაშვილს კი გირაო ჰქონდა შეფარდებული.

კერძოდ, დღეს გათავისუფლდნენ ალექსანდრე გოგოლაძე, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია, გენადი კელიხაშვილი, დავით ღურწკაია. ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება სამწლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდათ.

ბრალდებულებმა დაადასტურეს, რომ ისინი აღიარებენ წარდგენილ ბრალს და თავს დამნაშავედ ცნობენ. მათ ასევე უდავოდ ცნეს მტკიცებულებები. მათმა ნაწილმა მედიასთანაც დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღეს.

მედიასთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა როინ ხინთიბიძემაც.

„8 ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. მათ მოინანიეს, მოგვმართეს განცხადებით და როგორც დავპირდით, ჩვენს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, თუ კიდევ ვინმეს სურს, რომ აღიაროს ჩადენილი დანაშაული, გულწრფელად მოინანიოს და მოგვმართოს განცხადებით, მათ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვთ, სანამ განაჩენი გამოცხადდება. ეს აღიარება უნდა იყოს ნებაყოფლობითი, გულწრფელი. როგორც კი ასეთი რამ გვექნება, ჩვენ ვიმსჯელებთ მათთანაც საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე", - განაცხადა როინ ხინთიბიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
  • სასამართლო ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობსრუსთავი 2
  • პროკურორის მტკიცებით, ლილუაშვილის სასამართლო სხდომები მოწმეების უსაფრთხოების დასაცავად დაიხურაBM.GE
  • საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტიაფორმულა
სასამართლო →ბრალდებულს →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი