მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 6 თვეში, მდინარეებიდან და წყალსაცავებიდან ამოღებულია 3500 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 65-მდე თევზმახე
6 თვეში, მდინარეებიდან და წყალსაცავებიდან ამოღებულია 3500 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 65-მდე თევზმახე

6 თვეში, მდინარეებიდან და წყალსაცავებიდან ამოღებულია 3500 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 65-მდე თევზმახე

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 6 თვეში, ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გაატარა.

2026 წელს აჭარისა და გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლების მიერ პრევენციული ღონისძიებები გატარდა მდინარეებზე - ჭოროხი, ტარჩენა, ენგური, ჩხოუში, მუნჩია, ხობისწყალი, ჭანისწყალი, ლესისწყალი, მტკვარი, ასევე, გრიგოლეთის, ფოთისა და ბაზალეთის ტბებზე, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებზე.

გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ კი პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე.

ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ჯამში 3500 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 65-მდე თევზმახე - ე.წ. „გოდორი“, „ფაცერი“ და „ოჩხი“.

თევზმახეებსა და ბადეებში გახლართული თევზი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს შეხვდა

იმედი

„ევროპის სახალხო პარტიამ“ ტიმოშენკოს საქმესთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა დაგმო და უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, არასოდეს გამოიყენოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულება დემოკრატიულ ოპოზიციაზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად

Moody's: ეკონომიკის ძლიერ მხარეებს დამატებით ამყარებს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალი ეფექტიანობა

Moody's: ეკონომიკის ძლიერ მხარეებს დამატებით ამყარებს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალი ეფექტიანობა

იმედი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვია

იმედი