
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
იმედი|imedinews.ge
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, მსახიობი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ებრძოდა.
ჟურნალისტებს აცნობეს, რომ იგი 25 აგვისტოს, გვიან საღამოს, ლოს-ანჯელესში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
სამართალდამცავ ორგანოებში არსებულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ პოლიცია მის სახლში სამშაბათს, ადგილობრივი დროით 23:23 საათზე მივიდა.
მათივე ხაზგასმით, დანაშაულის ნიშნები ადგილზე არ გამოვლენილა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge