„ქართუს“ გენერალური დირექტორი საბანკო კონფერენციაზე: ეკონომიკური მდგომარეობა, ფინანსური მდგრადობა, ქვეყნის მზაობა იმდენად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ საქართველოში ამგვარი კონფერენციები უკვე იმართება. ეს იქნება განგრძობადი პროცესი

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკური მდგომარეობა, ფინანსური მდგრადობა, ქვეყნის მზაობა იმდენად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ საქართველოში ამგვარი კონფერენციები უკვე იმართება, - განუცხადა „ქრონიკას“ ბანკი „ქართუს“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ საბანკო კონფერენციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს იქნება განგრძობადი პროცესი.

„ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე ფინანსური მდგრადობა, ქვეყნის მზაობა იმდენად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ საქართველოში ამგვარი კონფერენციები უკვე იმართება და ამას არ აქვს, ასე ვთქვათ, ერთჯერადი ხასიათი. ეს იქნება განგრძობადი პროცესი.

ეს ყველაფერი, საერთო ფორმატში, ხელს შეუწყობს კვალიფიკაციისა და გამოცდილების კიდევ უფრო გაღრმავებას, ჩვენი ბაზრის კიდევ უფრო გაცნობას“, - აღნიშნა ზურაბ გელენიძემ.

ბანკი „ქართუ“, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად, 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას თბილისში მასპინძლობს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია