მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ რუსია: ქართული საფინანსო სექტორი თავის მომგებიანობას, შემოსავლიანობას და საიმედოობას ყოველდღიურად ამტკიცებს - რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველო ხდება საფინანსო ჰაბის გარკვეული ფუნქციის შემსრულებელი
ზურაბ რუსია: ქართული საფინანსო სექტორი თავის მომგებიანობას, შემოსავლიანობას და საიმედოობას ყოველდღიურად ამტკიცებს - რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველო ხდება საფინანსო ჰაბის გარკვეული ფუნქციის შემსრულებელი

იმედი|imedinews.ge

ქართული საფინანსო სექტორი თავის მომგებიანობას, შემოსავლიანობას და საიმედოობას ყოველდღიურად ამტკიცებს, - განაცხადა „ბანკების ასოციაციის“ წარმომადგენელმა ზურაბ რუსიამ, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციისა (BACEE) და ქართუ ბანკის მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციაში მონაწილეობს.

მისი შეფასებით, საქართველო რეგიონში საფინანსო ჰაბის გარკვეული ფუნქციის შემსრულებელი ხდება.

„აღნიშნული კვირა ჩვენ განებივრებულები ვართ კონფერენციებით, სადაც საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები სიხარულით აღნიშნავენ იმ შედეგებს, რომლებსაც ქართულმა საფინანსო სექტორმა და კერძოდ, ქართულმა ბანკებმა მიაღწიეს.

რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველო ხდება საფინანსო ჰაბის გარკვეული ფუნქციის შემსრულებელი. ქართულ საბანკო სექტორზე სწორებას აკეთებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნების საბანკო წარმომადგენლები, ხშირად გვსტუმრობენ სომეხი და აზერბაიჯანელი კოლეგები, შუა აზიიდან ველოდებით ახლა სტუმრებს. იმედი გვაქვს, რომ ის გამოხმაურება, რომელიც დღევანდელი კონფერენციის შედეგად დაფიქსირდება მსოფლიო და ქართულ პრესაში, მხოლოდ და მხოლოდ შეუწყობს ხელს ქართული ეკონომიკის წინსვლას“, - განაცხადა რუსიამ.

ბანკი „ქართუ“, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად, 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას მასპინძლობს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის თავდასხმები ირანზე გამწვავდება და გაფართოვდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის თავდასხმები ირანზე გამწვავდება და გაფართოვდება

იმედი

გიორგი გამსახურდია: მინდა გამოვეხმაურო საპატრიარქოში განხეთქილების შეტანის მოსურვეებს ე.წ. ოპოზიციაში - გასაგებად აღნიშნა მისმა უწმინდესობამ 2017 წელს თავისი პოზიცია და მოსაყდრედ გამოარჩია მეუფე შიო, უწესიერესი ადამიანი

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხორცპროდუქტების ეტიკეტირების ცვლილებების საკითხი განიხილეს

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხორცპროდუქტების ეტიკეტირების ცვლილებების საკითხი განიხილეს

იმედი

ზვიად შალამბერიძე ჰელსინკის კომისიის კრიტიკაზე: ვნახეთ, თუ რა დროს გაკეთდა ეს განცხადება - როდესაც მთელი საქართველო გლოვობდა ჩვენს პატრიარქს - რაც დაიწერა ჰელსინკის კომისიის მიერ, დარჩება რეზოლუციად, რომელსაც არანაირი გაგრძელება არ ექნება