მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვახტანგ ცინცაძე: სარეიტინგო სააგენტო Moody's ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, რომლებიც, საგარეო შოკების მიუხედავად, ძლიერი რჩება
ვახტანგ ცინცაძე: სარეიტინგო სააგენტო Moody's ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, რომლებიც, საგარეო შოკების მიუხედავად, ძლიერი რჩება

ვახტანგ ცინცაძე: სარეიტინგო სააგენტო Moody's ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, რომლებიც, საგარეო შოკების მიუხედავად, ძლიერი რჩება

იმედი|imedinews.ge

„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's 2026 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.

ვახტანგ ცინცაძის განმარტებით, Moody's საქართველოს სუვერენულ რეიტინგის შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვან ზრდასა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე.

„სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერიოდული მიმოხილვა დაასრულა. სარეიტინგო სააგენტოს განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, რომლებიც საგარეო შოკების მიუხედავად ძლიერი რჩება. უნდა აღინიშნოს, რომ სარეიტინგო სააგენტო 2026 წელს 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც მსგავსი ტიპის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმავდროულად, მიმოხილვაში ყურადღება გამახვილებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან შემცირებაზე, რომელიც 2025 წელს, Moody's-ის შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის 2.9%-ს შეადგენს. სარეიტინგო სააგენტო ასევე ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის შედეგადაც საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 7.5%-ით გაიზარდა, რაც გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ჩვენი მოლოდინია, რომ 2026 წელსაც შენარჩუნდება ის ტენდენციები, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება“ - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ რუსეთი მზად არის არ დაარტყას უკრაინის ენერგეტიკას, ჩვენც არ ვუპასუხებთ დარტყმით მათ ენერგეტიკაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ რუსეთი მზად არის არ დაარტყას უკრაინის ენერგეტიკას, ჩვენც არ ვუპასუხებთ დარტყმით მათ ენერგეტიკაზე

იმედი

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 14 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 14 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა

იმედი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში თეირანსა და ვაშინგტონს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მიმდინარეობას უარყოფენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში თეირანსა და ვაშინგტონს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მიმდინარეობას უარყოფენ

იმედი

არჩილ გორდულაძე: საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან - ათწლეულების განმავლობაში მათი მიზანია ქართული ეკლესიის ჩამონგრევა, რადგან სურთ ამ ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც ხალხი მოუსმენს და ენდობა