ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3თვის ბიუჯეტი 107.4 %-ით შეასრულა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3თვის ბიუჯეტი 107.4 %-ით შეასრულა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი107.4%-ით ანუ 30.5მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა შეადგინა 441.3მილიონი ლარი, რაც გეგმაზე (410.8 მლნ ლარი)30.5მილიონი ლარით მეტია.

სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც 2026 წლის 3 თვის გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 281.1 მილიონი (გეგმის 111%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 119.3 მილიონი ლარი (გეგმის 100%);შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 39.0 მილიონი ლარი (გეგმის 108%).

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია