
ნინო ჩხობაძე: სწორად, გონივრულად გაშენებული ჰიდროენერგეტიკა, რა თქმა უნდა, საჭიროა საქართველოსთვის
სწორად, გონივრულად გაშენებული ჰიდროენერგეტიკა, რა თქმა უნდა, საჭიროა საქართველოსთვის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ.
ჩხობაძე მომხრეა განვითარების, თუმცა, როგორც თავად ამბობს, სწორი მართვადი განვითარების.
„ვერ წარმომიდგენია, ენერგოდამოუკიდებელი როგორ უნდა გავხდეთ, როცა გაზი და ნავთობი არ გვაქვს, მაგრამ რაღაც ეტაპზე უნდა გავხდეთ თვითკმარი ნაწილობრივ, ამას ვეთანხმდებით ზოგადად. მაგრამ ამას აქვს კიდევ ერთი დათქმა - გვაქვს თუ არა საკმარისი რესურსი იმისა, რომ ასე განვავითაროთ, ან როგორ უნდა განვავითაროთ? ერთბაშად ვერანაირად ვერ მოხდება, ქვეყანა ეტაპობრივად უნდა მიდიოდეს აქეთკენ. როცა ქაოტურად ხდება გენერაციის ობიექტების მშენებლობა, ისე რომ პოტენციალი ბოლომდე არ არის შეფასებული ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ძალიან ბევრ შემთხვევაში ვაშენებთ იქ, სადაც არ უნდა ავაშენოთ იმიტომ, რომ შეიძლება რესურსი არ არის საკმარსი, ბოლომდე არ ვფლობთ ინფორმაციას და როგორც წესი, ბოლო პერიოდში მცირე გერაციის ობიექტები არის აშენებული ისე, რომ რესურსი ბოლომდე შეფასებული არ არის”, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge