მურმან მარგველაშვილი: მე ვერ ვხედავ საკმარის პროფესიულ უზრუნველყოფას, რომელიც თქვენ მოგცემთ სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას, ამას სჭირდება მიხედვა

მურმან მარგველაშვილი: მე ვერ ვხედავ საკმარის პროფესიულ უზრუნველყოფას, რომელიც თქვენ მოგცემთ სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას, ამას სჭირდება მიხედვა

იმედი|imedinews.ge

მე ვერ ვხედავ საკმარის პროფესიულ უზრუნველყოფას, რომელიც თქვენ მოგცემთ სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას, ამას სჭირდება მიხედვა, ეს არის პრობლემა ჩვენი ენერგეტიკის, - ასე მიმართა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” ენერგეტიკოსმა, ილიაუნის ასოცირებულმა პროფესორმა მურმან მარგველაშვილმა.

მურმან მარგველაშვილი ამბობს, რომ ქართულ ენერგეტიკას სერიოზული მიხედვა სჭირდება.

“ენერგეტიკა დღეს სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნის, ამას უნდა მივხედოთ ყველამ. მე ვერ ვხედავ საკმარის პროფესიულ უზრუნველყოფას, რომელიც თქვენ მოგცემთ სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას, ამას სჭირდება მიხედვა, ეს არის პრობლემა ჩვენი ენერგეტიკის. დიახ, ჩვენ გვჭირდება დიდი ჰესები, ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი თბოსადგური, ჩვენ გვჭირდება გაზის საცავი, დიახ, უამრავი რამ გვჭირდება. უბრალოდ შევხედოთ ენერგეტიკის დღევანდელ მდგომარეობას და აქედან დავიწყოთ დაგეგმვა”, - განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია