მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია, სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს დადგმული სიმძლავრეების ზრდას
მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია, სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს დადგმული სიმძლავრეების ზრდას

მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია, სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს დადგმული სიმძლავრეების ზრდას

იმედი|imedinews.ge

ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია და სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც დადგმული სიმძლავრეების ზრდას უზრუნველყოფს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ.

ფორუმის დისკუსიის თემა იყო „ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“. ფორუმი მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა და დარგის წარმომადგენლებს სექტორში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრმა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის შესაძლებლობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 10-წლიანი სტრატეგია ეფუძნება კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებს და ელექტროსისტემის რეალურ საჭიროებებს.

„ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ იმ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის შემდგომ განვითარებას. ვისაუბრეთ 10-წლიან სტრატეგიაზე და იმ გეგმებზე, რაც გულისხმობს, რომ 10 წლის შემდგომ ქვეყანა უნდა გახდეს ელექტროგენერაციის თვალსაზრისით თვითკმარი. ვისაუბრეთ ასევე საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მნიშვნელობაზე, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც ევროკავშირისთვის და შევჯერდით, რომ მიმდინარე რეფორმა, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის, ერთობლივი ძალისხმევით გაგრძელდება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა ასევე ენერგეტიკის სექტორის მოთამაშეების მხრიდან საბანკო სექტორში გაზრდილ მიმართვიანობაზეც. მინისტრის თქმით, სახელმწიფოსა და ბანკების პოზიტიური შეფასებები ერთმანეთს ემთხვევა, რაც სექტორში მნიშვნელოვან ძვრებს ადასტურებს.

ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ასევე სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და `საქართველოს ბანკის` გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა Business Insider Georgia-ს და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამურ რესპუბლიკას მადლობა გადაუხადა

ტრამპმა ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამურ რესპუბლიკას მადლობა გადაუხადა

იმედი

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

იმედი

Galt & Taggart-ის წარმომადგენელი: ენერგეტიკის მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესი გაზრდილია

Galt & Taggart-ის წარმომადგენელი: ენერგეტიკის მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესი გაზრდილია

იმედი

დავით ნარმანია: სემეკი სისტემატურად ახორციელებს შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადების მონიტორინგს

დავით ნარმანია: სემეკი სისტემატურად ახორციელებს შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადების მონიტორინგს

იმედი